ფოტოგრაფია National Geographic – ის სუნთქვისშემკვრელი, 2015 წლის ცამეტი საუკეთესო ფოტო 2016, 6 იანვარი, 9:51 ყოველწლიურად National Geographic აჯილდოებს ფოტოგრაფებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ფართოდ გავახილოთ თვალები და დავინახოთ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო, ვიმოგზაუროთ მასში სახლიდან გაუსვლელად და ვიგრძნოთ საკუთარი თავი მის განუყოფელ ნაწილად. საკმარისია, 2015 წლის გამარჯვებულებს გადავავლოთ თვალი, რათა მივხვდეთ – რამდენად მნიშვნელოვანია ყოველივე ეს. სამ კატეგორიად - ბუნება, ადგილები და ადამიანები - დაყოფილმა კონკურსმა სილამაზის ეს 13 “ოაზისი” აღიარა საუკეთესოდ და გისურვებდით, სულ ახლახან ფეხშემოდგმული 2016 წელი ყველასათვის მსგავსი სილამაზის მომტანი ყოფილიყოს ! კოლორადოს “სტუმარი”, იშვიათად საშიში სილამაზის ტორნადო. ( Photo by James Smart / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() მდინარე Riotinto–ს ჭაობის მაღლივი ფოტოგრაფიები ესპანეთში. ცენტრში მოთავსებული პატარა მუქი მწვანე ტბა ლამაზი კია, მაგრამ სასიკვდილოა – ის რადიაქტიულია და ჭაობის ნაწილიც აქვს განადგურებული. (Photo by Francisco Mingorance / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() ბვენგიე უგანდის დედაქალაქ კამპალას ღარიბულ უბან Kamwokya–ში სახლობს და სიგიჟემდე უყვარს თავისი ველოსიპედი. (Photo by Joel Nsadha / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() “ჯვართა ბორცვი” ლიტვაში იქაური კათოლიციზმის მშვიდი წინააღმდეგობის სიმბოლოა რეპრესიებისადმი. (Photo by Hideki Mizuta / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() ჩინური ახალი წლის დადგომის მომენტში გადაღებული ფოტო – ლიდერები (მაოს თამადობით) და ადამიანური კონტაქტის ჩრდილი კედელზე. (Photo by Jackson Hung / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() ირან–ერაყის საზღვარზე, ორ ქვეყანას შორის ომის შემდგომი დაზიანებული საბრძოლო ტექნიკაა თავმოყრილი. გადაღების მომენტში ირანელ ქალთა ერთმა ჯგუფმა ტანკი ამოირჩია სათამაშოდ. (Photo by Yanan Li / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() განუმეორებელი მომენტი, როდესაც ორანგუტანგი ბალიდან წვიმას “იქოლგავს”. (Photo by Andrew Suryono / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() გეპარდის ორი პატარა ბოკვერი თამაშისას. (Photo by Mohammed Yousef / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() კოლიბრის ფრენა და მზის შუქ–ჩრდილი – განუმეორებელი სანახაობა. (Photo and caption by Bence Mate / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() ალპური ჭკების საოცარი მანევრები გრანდიოზული ალპების და ცის გუმბათის ფონზე. (Photo and caption by Alessandra Meniconzi / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() ტაივანის სოფლის რაიონებში ადამიანების დასაფლავებისას პატარა ანსამბლები ასრულებენ გასასვენებელ მუსიკას. სურათზე აღბეჭდილია ერთი ასეთი ჯგუფის წევრი გოგონები შესვენებისას. (Photo and caption by Lars Hübner / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() ამ თამაშს Altinho ჰქვია და ცხადია, რიო დე ჟანეიროში თამაშობენ, სანაპირო იპანემაზე. (Photo by Simone Monte / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() შუა აზია და ტიან–შანის მთაგრეხილი – სუნთქვისშემკვრელი სანახაობა. (Photo and caption by Tugo Cheng / National Geographic 2015 Photo Contest) ![]() 324 11-ს მოსწონს
|