სხვა 6 რჩევა – როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სუნამო ფალსიფიცირებულისგან 2016, 5 იანვარი, 9:42 რამდენად ხშირად აწყდებით ისეთ სუნამოებს, რომელიც ვიზუალურად ერთი ერთში ჰგავს ორიგინალს?.. ამასთან ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ის რომელიც საფირმო მაღაზიაში ნახეთ. ფიქრობთ თუ რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეჭვები გაქვთ მის ხარისხთან დაკავშირებით. მწარმოებელი ქვეყანა მითითებულია, made in France, სურნელიც საკმაოდ კარგი აქვს... მაშინ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში? 1. პოლიეთილენის შეფუთვა
1. თუ სუნამოს კოლოფი პოლიეთილენითაა შეფუთული, ამ შემთხვევაში ის მჭიდროდ უნდა ეკვროდეს მას. 2. პოლიეთილენის შეფუთვა დამაგრებულია თერმო-მეთოდით და არა წებოთი. 3. ორიგინალი სუნამო არ უნდა იყოს შეფუთული სქელი პოლიეთილენით.
1. ნამდვილ ფრანგულ სუნამოზე თქვენ ვერასოდეს აღმოაჩენთ წარწერას "parfume, " რადგან ამის მართებულად წერის ფორმა მხოლოდ "parfum." 2. კოლოფზე არა მხოლოდ მწარმოებელი ქვეყანა უნდა იყოს მითითებული, არამედ ის რომ სუნამო დამზადებულია ამ ქვეყანაში, ანუ არა მარტო "Italy, " არამედ "Made in Italy." 3. ორიგინალ სუნამოზე აუცილებლად უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, მისი შემადგენლობა, მოცულობა. 3. ნიშნები
1. შტრიხ კოდი, რომელსაც კარგი იქნება თუ შეამოწმებთ. მხოლოდ გადმოწერეთ ტელეფონში საჭირო პროგრამა, რომელიც კითხულობს მას და იმ ადგილს ასახელებს, საიდანაც პროდუქტი მოდის. თუ ის ემთხვევა მწარმოებლის ადგილს, რომელიც სუნამოზეა მითითებული, ამ შემთხვევაში პლიუსს ვწერთ (თუმცა, ამის გაყალბებასაც კარგად ახერხებენ). 2. დააკვირდით ნიშანს recycling. ის მკვეთრი უნდა იყოს. 3. შემდეგ კოლოფზე იპოვეთ რიცხვი, რომელიც დაბეჭდილია მუყაოზე (სურათზე შემოხაზულია, თუმცა, შესაძლოა განსხვავებულად გამოიყურებოდეს). ასეთივე ნიშანს აღმოაჩენთ ფლაკონზე სუნამოს გახსნის შემდეგ. ეს კიდევ სხვა ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კოლოფზე ასე გამოიყურება ეს კოდი ფლანკონზე, რომელიც სერიულ ნომერს წარმოადგენს და არ უნდა წაიშალოს. ამის შემოწმება ძალზე მარტივია – უბრალოდ თითით სცადეთ მისი მოშორება. 4. დამატებითი კონსტრუქცია
5. ფერი თუ თქვენს სუნამოს მკვეთრად გამოხატული ფერი აქვს, მაშინ მონახეთ ინფორმაცია მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შეადარეთ. ამასთან, დაიმახსოვრეთ რომ ჩვეულებრივ ორიგინალი სუნამოებისთვის დამახასიათებელია ნაზი ფერები. თუ ფერი თუნდაც ინტუიციურად უცნაურად მიგაჩნიათ, ამ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ. 6. ყურადღება მიაქციეთ ფლაკონის თავსახურს თავსახური უნდა იყოს თანაბარი და სიმეტრიული (თუ, რა თქმა უნდა, თავად დიზაინის ჩანაფიქრი არ მოიცავს მის ასიმეტრიულობას). აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალისგან არის დამზადებული თავსახური. ჩვეულებრივ, მსგავსი სახის ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ სუნამოს მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე. ვერ განსაზღვრავთ, იმას თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ ფალსიფიცირებული სუნამოს გამოყენებამ. თუ თქვენ ამას გაცნობიერებულად აკეთებთ, მაშინ გახსოვდეთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმის ხარისხზე, რაც თქვენს სხეულზე ხვდება, ეკონომია არ უნდა გააკეთოთ. ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ. 5577 15-ს მოსწონს
|