სხვა საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 804 ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს 2016, 4 იანვარი, 10:44 საფრანგეთში ხულიგნებმა ახალი წლის ღამეს 804 ავტომობილი დაწვეს.წლევანდელი მონაცემები შარშანდელ ახალ წლის ღამესთან შედარებით 14, 5% ით ნაკლებია.
ხულიგნებმა ახალ წლის ღამეს 804 ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს, -განაცხადა საფრანგეთის შსს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა.-პოლიციამ დააკავა 622 ხულიგანი. საახალწლო დღეებში საფრანგეთში საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა, 1 იანვარს ღამით ქუჩებს 10 ათასამდე ჯარისკაცი და ჟანდარმი იცავდა, ამასთანავე უფრო ადრე პრესა იტყობინებოდა, რომ პარიზში ტერაქტის მუქარის გამო აიკრძალა საახალწლო ფეირვერკები და მაშხალები. შარშან ანალოგიურ პერიოდში ხულიგნებმა 940 ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი, ხოლო 2014 წლის 1 იანვარს დამწვარი ავტომობილების რიცხვმა 1193 შეადგინა. 276 5-ს მოსწონს 1-ს არა
|