x
განათლება არაბულ ქვეყნებში(საუდის არაბეთი,არაბთა გაერთიანებული საემიროები,კატარი,ქუვეითი)


imageიუნესკოს მონაცემებით, განათლების საშუალო დონე არაბულ სამყაროში 66%-ს
აღწევს, ეს ითვლება ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებლად მსოფლიოში.მაგრამ 1990
წლიდან 2004 წლამდე მოზარდებში წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობა
შემცირდა, ასევე დაირღვა გენდერული ბალანსიც, მდედრობით სქესის
წარმომადგენელთა რაოდენობა გაიზარდა.აღსანიშნავია ისიც, რომ არაბულ
სამყაროში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დაწყებითი განათლება, ძალიან
ბევრი ბავშვი არ ესწრება სასკოლო მეცადინეობებს.
მე შევეცდები განვიხილო ოთხი სპარსეთის ყურის ქვეყნის (საუდის
არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი, ქუვეითი) განათლების
სისტემა, რადგანაც სწორედ ამ არაბულ ქვეყნებს აქვთ ნავთობისა და გაზის
მნიშვნელოვანი რეზერვები, ისინი არიან მსოფლიო ნავთობისა ან გაზის მსხვილ
ექსპორტიორთა ათეულში, მათ აქვთ ძლიერი ეკონომიკა და საინტერესოა რას
აკეთებენ ისინი ქვეყანაში განათლების დონის ასამაღებლად.
ამ ქვეყნებში განათლების სისტემა ძირითადად მოიცავს სამ
საფეხურს:დაწყებითი, გარდამავალი და საშუალო, გამონაკლისია საუდის არაბეთი
აქ ოთხი ეტაპია:სკოლამდელი სწავლება, უმცროსი სკოლა, საშუალო კლასები და
უფროსი კლასები.
სწავლა არის უფასო, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ქუვეითში
უფასოა მხოლოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ხოლო საუდის არაბეთსა და
კატარში ეს კანონი უცხოელებთანაც ვრცელდება.
ყველა სკოლას აკონტროლებს სახელმწიფო, საუდის არაბეთში სახელმწიფო
ამავდროულად მასწავლებელთა საქმიანობასაც უწევს მეთვალყურეობას, ამავე
ქვეყანაში მასწავლებლები სარგებლობენ მნიშვნელოვანი უპირატესობით ყველა
სხვა მოსამსახურესთან შედარებით.მათ ასევე აქვთ მაღალი ანაზღაურება.
დიდი ყურადღება ეთმობა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების
განვითარებასაც, კატარსა დაქუვეითში არის სპეციალური პროგრამა, რომელიც
ითვალისწინებს კერძო სკოლების ფინანსურ დახმარებას და მათთვის მიწის
ნაკვეთების გამოყოფას.
რა თქმა უნდა ამ ქვეყნებში შედარებით მეტი საათი ეთმობა ისლამის
სწავლებას, საუდის არაბეთში კი, როგორც ისლამის სამშობლოში, დიდი
ყურადღება ეთმობა ახალი პროგრამების შედგენას ყურანის შესასწავლად, აქვე
არის ისლამური უნივერსიტეტი, სადაც ისწავლება მხოლოდ ისლამური
თეოლოგია, ისლამური სამართალი, წმინდა ყურანი და არაბული ენა.კატარში 1951
წლამდე არსებობდა მხოლოდ ტრადიციული სასწავლებლები- ქუთაბ, სადაც
ისწავლებოდა ყურანი და მასთან დაკავშირებული დისციპლინები.
რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, როგორც უკვე აღვნიშნე ბოლო წლებში ქალთა
რაოდენობა გაიზარდა სასწავლებლებში.კატარში ცალკეა სკოლები გოგონებისა
და ვაჟებისთვის.უნივერსიტეტებში კი უმეტესად დაშვებულია ორივე სქესის
წარმომადგენელთა შერეული სწავლება.ასევე საუდის არაბეთში 2008 წელს
საფუძველი ჩაეყარა პირველ ქალთა უნივერსიტეტს სამეფოში.
ვინაიდანაც ძირითადად ამ ბოლო ხანში დაიწყო განათლების რეფორმაცია, აქ
ნაკლებად არიან მაღალკვალიფიცირებული მასწავლებლები, გამომდინარე აქედან
ხშირად უცხოელ სპეციალისტებს იწვევენ, ასევე კატარში 1973 წელს გაიხსნა
პედაგოგიური კოლეჯი მასწავლებელთა მოსამზადებლად.
განსაკუთრებულად ზრუნავენ ამ სახელმწიფოებში ინვალიდ ბავშვებზე, კატარში
არის სპეციალური სკოლები ინვალიდ ბავშვებისთვის, საუდის არაბეთში კი მათ
უფლება აქვთ მიიღონ განათლება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
და რაც ყველაზე მთავარია, უფასო განათლების გარდა გარდა ამ ქვეყნებში
უფასოა სახელმძღვანელოები, სასწავლო და საკანცელარიო ნივთები, სპორტული
სამოსი, სამედიცინო შემოწმება, ტრანსპორტირება სწავლის ადგილამდე, კატარში
სკოლები გათავისუფლებულებულია ელექტროენერგიისა და წყალზე
გადასახადისგან.სკოლებს აქვთ მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ასევე პროფტექნკური სასწვლებლეისა და უმაღლესი სასწავლებლების
სტუდენტები იღებენ სტიპენდიას, კურსდამთავრებულებს გარანტირებული
აქვთ შრომითი მოწყობა.
მთავარი უმაღლესი განათლების სახელმწიფო ცენტრებია, არაბთა
გაერთიანებულ საემიროებში-გაერთიანებული საემიროების
უნივერსიტეტი, ზაიდის უნივერსიტეტი, სპარსეთის ყურის სამედიცინო
კოლეჯი, შარჯას უნივერსიტეტი, საუდის არაბეთში-ისლამური უნივერსიტეტი,
მეფე აბდულ აზიზის უნივერსიტეტი, უმმ ალ-კურას უნივერსიტეტი, ქუვეითის
სახელმწიფოში-ქუვეითის უნივერსიტეტი, კატარში-კატარის
უნივერსიტეტი.ასევე ბევრი კერძო უნივერსიტეტი და კოლეჯი არის.
როგორც ვხედავთ, ეს ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოები არ იშურებენ
ფინანსებს განათლების დონის ასამაღლებლად, საუდის არაბეთის მთავარი
მიზანიც სწორედ ეს არის-საყოველთაო განათლების მიღწევა.ზოგადად არაბი ხომ
ასოცირდება ჩამორჩენილ, გაუნათლებელ ადამიანთან და თუ ასე გაგრძელდება,
ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელში უკვე არაბს არ დასჭირდეს გაცნობის დროს
იმის დამატება, რომ ის არის არაბი, მაგრამ განათლებული არაბი.

0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:ირა ძირკვაძე
ირა ძირკვაძე
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0