x
ქართული დამწერლობა
imageისტორიული ცნობები ქართული
დამწერლობის წარმოშობის შესახებ
მეტად მწირია.მსოფლიოში სულ 14
დამწერლობაა. მათ შორის ერთ-
ერთი უძველესია ქართული. ის
ანბანურ
დამწერლობათა კონსონანტურ-
ვოკალიზებულ ტიპს განეკუთვნება.
ქართველი ისტორიკოსი ლეონტი
მროველი ქართული დამწერლობის
წარმოშობის თარიღად ჩვენს
წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეს
ასახელებს. ფარნავაზი იყო
პირველი მეფე ქართლისა შინა
ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან
განავრცო ენა ქართული და არღა
იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა
შინა თვინიერ ქართული.

საკუთარი დამწერლობის შექმნა მხოლოდ
სამმა ხალხმა, (ეგვიპტელებმა, შუმერებმა და
ჩინელებმა შეძლეს). გასათვალისწინებელია ის რომ ძველ ბერძნებსაც კი არ ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, მაშინ არც ქართველებს უნდა ჩაგვეთვალოს ნაკლად
საკუთარი დამწერლობის არქონა. ფარნაოზ მეფის დროს დაიწყეს არამეული დამწერლობის გამოყენება.საქართველოში იყენებდნენ
ბერძნულ დამწერლობასაც, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბევრია ნაპოვნი არამეული ან ბერძნული წარწერა,
მაგრამ არა გვაქვს არც ერთი წარწერა ჩვენი წელთაღრიცვის 5ს-მდე, რომელიც

მრგლოვანით იქნებოდა შესრულებული.

imageქართულმა დამწერლობამ გარკვეული
ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ
მის განვითარებაში სამ სხვადასხვა საფეხურს გამოყოფენ ესენია :
ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.


პირველია ასომთავრული
რომელიც მე-5 ს-დან მე-9მდე
პერიოდს მოიცავს.ასომთავრული—
უძველესია აღმოჩენილ ქართულ
დამწერლობებს შორის. ხელნაწერები
მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან და
ითვლება, რომ ამ დრომდე ეს
ერთადერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული
ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367) პალესტინის 433 წლის
ბაკურისა და გრი-ორმიზიდის
წარწერა, ბოლნისის სიონის 493-494 წლების სამშენებლო წარწერა,
V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII
საუკუნის წარწერები და ა.შ

ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი
უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა ასომთავრულთან ერთად.
XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა
შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება,
რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული„სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით
(მისი სახეობა და არა ფორმა).
ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ
სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ
საეკლესიო საჭიროებისათვის.

ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან
წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ
ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა. ნუსხურში
ასოები ოთხ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა.
ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე
ასოები გაბმით იწერება.

მხედრული დამწერლობა ქართული ანბანის განვითარების ბოლო საფეხურად
ითვლება. იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. მხედრული დამწერლობის ადრეული ნიმუშები უკვე მე-10 საუკუნიდან გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად ატენის სიონის წარწერაა მიჩნეული, რომელსაც ზაზა ალექსიძე და გ.აბრამიშვილი 982-986 წლებით ათარიღებენ.


0
3939
3-ს მოსწონს
ავტორი:ირა ძირკვაძე
ირა ძირკვაძე
3939
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0