x
"მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველა?"
imageაკაკი წერეთლის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს პოემა "გამზრდელს".დიდაქტიკ-აღმზრდელობითი საკითხი საერთოდ იყო აკაკის მყარი ინტერესის საკითხი.

ამ პოემაში აკაკიმ მისთვის ჩვეული სიცხადითა და სინატიფით განიხილა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რა განსაზღვრავს ადამიანის სულიერ ფორმირებას.საინტერესოა, რა მოსაზრებები გამოთქმულა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და რა ადგილი უკავია აკაკის მოსაზრებას არსებულ თეორიებს შორის.

უძველესი დროიდანვე ბატონობდა რწმენა აღზრდის უდიდესი როლის შესახებ.ასევე ფიქრობდნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიც.

მე-18 საუკუნეში რწმენა აღზრდის შესახებ ღებულობს თეორიულ დასაბუთებას.ჯონ ლოკის მოსაზრებით "აღზრდა ქმნის უდიდეს სხვადასხვაობას ადამიანებს შორის", ამავეს ფიქრობდა იმანუელ კანტიც, რომ "აღზრდაში იმალება ადამიანის ბუნების სრულქმნის უდიდესი საიდუმლოება".ჯონ ლოკის თეორიას ეწოდება ემპირისტული თეორია.


მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და განვითარდა ნატივისტური თეორია, მის წარმოშობა განვითარებაზე, როგორც მიუთითებენ გავლენა მოახდინა დარვინის მოძღვრებამ.ამთვალსაზრისის მიხედვით, ადამიანის ფორმირებაში მთავარი არა აღზრდა, არამედ მემკვიდრეობითობაა, ადამიანი როცა იბადება ემბრიონულ მდგომარეობაში მასში ყველა თვისებაა მოცემული, შემდგომ მხოლოდ მისი აღზრდა-განვითარება ხდება.

არ აქვს მნიშვნელობა იცნობდა თუ არა აკაკი ამ თეორიებს, მაგრამ აკაკიმ მისეული თვალთახედვა წარმოგვიდგინა, აკაკის მიხედვით, არც აღზრდა და არც მემკვიდრეობითობა ცალ-ცალკე არაა საკმარისი, საჭიროა მათი ერთობა.

ეს მოსაზრება ცხადყოფილია საფარ-ბეგის მაგალითზე.მართალია, საფარმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ უსათუოდ მხედველობაშია მისაღები, რომ მას ძიძიშვილის ღალატი გულში არ სდებია დ არც იმას ფიქრობდა, რომ მის სატრფოს დავალებას სხვა შეასრულებდა.

"სხვა გზა არ მაქვს მოპარვაა

მხოლოდ ერთადერთი ღონე,

თუმცა კი სხვა დროს არ იკადრებს

ამას კაცი თავმომწონე."

ყველაფერს ამართლებს სიყვარული, ამ შემთხვევაში საფარი და ბათუ ერთნაირად ფიქრობენ.

ფსიქოლოგიური და იურიდიული ლიტერატურიდან ცნობილია, რომ დანაშაულის დაფარვის მოთხოვნილება ყველა ადამიანს აქვს.განსხვავება მას შემდეგ იჩენს თავს, როცა დანაშაული გამომჟღავნებულია.თუ ზნედაცემულ ადამიანთან გვაქვს საქმე იგი არაფერს გრძნობს, მაგრამ შინაგანად პატიოსან კაცს სინანული იპყრობს.როცა საფარ-ბეგმა დაინახა, რომ ბათუმ ყველაფერი იცოდა, იგი საშინლი სინანულის გრძნობამ შეიპყრო.ძიძიშვილს ევედრება მოკლას და სინდისი გაუმრთელოს.ასევე მხოლოდ შინაგანად გაურყვნელ კაცს შეეძლო ის გაეკეთებინა რაც საფარ-ბეგმა მოიმოქმედა-მართლა წავიდა გამზრდელთან და ყოველივე უამბო, რათა ამ უკანასკნელს მაინც გაეთავისუფლებინა საფარი მტანჯველი სინანულისგან.

ნათლად ჩანს, რომ ჰაჯი-უსუბის ამაგს მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია, მაგრამ თუ აღზრდა სრულად არ განხორციელდა, იმიტომ, რომ ბუნებრივმა მონაცემებმა არ შეუწყვეს ხელი.

მაინც რა აკლდა საფარ-ბეგს? აკაკის აზრით, პიროვნებას განსაზღვრავს ნებისყოფა.საფარ-ბეგი უნებისყოფო ადამიანი აღმოჩნდა.მთავარია შეგიძლია თუ არა შენი ზრახვები, შენი ვნებები ალაგმო.რამდენად შეგიძლია დაუქვემდებარო ნებას შენი ინსტიქტები, სურვილები.

მე-20 საუკუნეში ჩამოყილბდა კონვერციის თეორია, რომლის მიხედვით მემკვიდრეობითი თვისებების და აღზრდის თანხვედრაა აუცილებელი.აკაკი მე-19 სუკუნეში ჭვრეტდა და ასაბუთებდა იმას, რაც მეოცე საუკუნეში თეორიული სახით დამკვიდრდა.

ასევე საინტერესოა თუ როგორ უნდა შეფასდეს სახელგანთქმული ჰაჯი-უსუბის საქციელი, თვით პოემის მხატვრული ლიგიკით ჰაჯი-უსუბი დამნაშავე არაა

"საფარ-ბეგიც მან გაზარდა,

ისე როგორც სხვები ყველა."

აღმზრდელს ძალა არ დაუშურებია, მაგრამ აღსაზრდელის ბუნებრივმა მონაცემებმა არ შეუწყო ხელი.

გამზრდელი პასუხს არ აგებს აღზრდილის დანაშაულზე, ჰაჯი-უსუბის მოქმედებას არც ერთი პედაგოგიკა არ ამართლებს, მაგრამ დიდი მხატვრული ზემოქმედების ძალის მქონეა.


0
6260
4-ს მოსწონს
ავტორი:ირა ძირკვაძე
ირა ძირკვაძე
6260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0