ანეკდოტები სახალისო ტესტი მძღოლებისთვის – შეძლებთ მის ამოხსნას? 2015, 30 დეკემბერი, 20:00 მანქანას უცვლელი სიჩქარით მართავთ. თქვენს მარცხნივ თვალისმომჭრელად ლამაზი ხეობაა გადაშლილი, მარჯვნივ – სახანძრო მანქანა მოძრაობს ისეთივე სიჩქარით როგორც თქვენ. წინ შავ სათვალიანი ღორი მიფრინავს, დაახლოებით თქვენი მანქანის სიდიდის, თუმცა, ვერაფრით ეწევით მას. თქვენს უკან ვერტმფრენი მოფრინავს, ისეთივე დონეზეა, როგორც თქვენი მანქანა. ორივე – გიგანტური ღორი და ვერტმფრენი ისეთივე სიჩქარით მოძრაობს, როგორც თქვენ.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეთ თავი უსაფრთხოდ რომ დააღწიოთ ამ ძალზე საშიშ სიტუაციას?
–მოიფიქრეთ პასუხი? – იქნებ ცოტა კიდევ გეფიქრათ? - კარგით, მეტს აღარ გაგაწვალებთ... პასუხი: თქვენ ნასვამი ხართ. ჩამოდით კარუსელიდან! 701 11-ს მოსწონს
|