x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
ზარი ღმერთისგან

image

image

ერთხელ, შაბათ საღამოს, ვიდრე სახლში წავიდოდა, პასტორმა ცოლთან დარეკვა გადაწყვიტა. უკვე საღამოს 10 საათი იყო, მაგრამ ცოლი ყურმილს არ იღებდა. დიდხანს ელოდა პასტორი, მაგრამ ტელეფონთან არავინ მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ, მან ისევ დარეკა სახლში და ცოლმა მაშინვე უპასუხა. პასტორმა ჰკითხა, თუ რატომ არ უპასუხა მან, პირველად რომ დარეკა? ხოლო ცოლმა უთხრა, რომ არანაირი ზარი არ ყოფილაო.

ეს შემთხვევა დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა ტელეფონის ზარი, რომელიც ორშაბათს, პასტორის კაბინეტში, ეკლესიაში, გაისმა. რეკავდა მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ შაბათ საღამოს ამ ნომრიდან დაურეკეს. პასტორი უცებ ვერ მიხვდა, რაზე ლაპარაკობდა ეს ადამიანი. მაშინ კაცმა უთხრა:

— ტელეფონი სულ რეკავდა და რეკავდა, მე კი, ყურმილს არ ვიღებდი… პასტორს მაშინ გაახსენდა, ცოლთან რომ რეკავდა ორი დღის წინ, იფიქრა შემთხვევით ამ კაცის ნომერი ავკრიფეო და ბოდიში მოუხადა შეწუხებისთვის. მაშინ მამაკაცმა უპასუხა:

— ნება მომეცით მოგიყვეთ, რაც მაშინ მოხდა. იცით, შაბათ საღამოს თავის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი. და მანამ, ვიდრე განზრახვას სისრულეში მოვიყვანდი, ღმერთს მივმართე, ვუთხარი, რომ თუ ის არის, თუ ის მისმენს და თუ არ უნდა, ჩემი განზრახვა სისრულეში მოვიყვანო, მაშინ ნიშანი უნდა მომცეს. და სწორედ ამ დროს, დარეკა ტელეფონმა. მე მივედი აპარატთან და ეკრანზე წარწერა დავინახე: «ღმერთი ყოვლისშემძლეა…» (Almighty God). მე ვუყურებდი ტელეფონს და ვერ ვიღებდი ყურმილს.

ეკლესიას, რომელშიც პასტორი მსახურობდა, ყოვლისშემძლე უფლის სავანე ერქვა (Almighty God Tabernacle).

0
489
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0