x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იგავი სამოთხეში შესვლაზე
მეგობრები


მოკვდა ადამიანი. მას ძაღლი გვერდით მიუწვა და ისიც მოკვდა.

ადამიანის სული კარიბჭესთან აღმოჩნდა, რომელსაც “სამოთხე" ეწერა.

მის გვერდით ძაღლის სული იდგა.


კარიბჭეზე კიდევ ერთი წარწერა იყო: “ ძაღლით შემოსვლა აკრძალულია!"

არ შევიდა კარიბჭეში ადამიანი და გზა გააგრძელა.

მიდის და მეორე კარიბჭე დაინახა, რომელზეც არაფერი არ ეწერა და მხოლოდ მოხუცი იჯდა შესასვლელთან.

- მაპატიეთ, პატივცემულო...

- მე, პეტრე ვარ.

- ამ კარს მიღმა რა არის?

- სამოთხე.

- ძაღლთან ერთად შესვლა შეიძლება?

- რა თქმა უნდა.

- აბა იქ რომ კარი იყო...

- ის ჯოჯოხეთის კარი იყო. სამოთხემდე მხოლოდ ის მოდის, ვინც მეგობარს არ ტოვებს, საკუთარი გამორჩენის მიზნით.

3
583
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
583
  
2015, 3 ოქტომბერი, 19:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2015, 2 ოქტომბერი, 17:48
მადლობა კომენტარისთვის და შეფასებისთვის
2015, 2 ოქტომბერი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3