კინო გადაიღეს ფილმი,რომელსაც 100 წლის შემდეგ აჩვენებენ 2015, 30 დეკემბერი, 16:23 რეჟისორმა რობერეტ როდრიგესმა(Robert Rodriguez)რეჟისორმა ჯონ მსახიობმა ჯონ მალკოვიჩმა(John Malkovich) გადაიღეს ფილმი, რომლის ნახვაც მხოლოდ 100 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
პრემიერა 2115 წლის 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ფილმი სპეციალურ კაფსულაში მოათავსეს და ლუდოვიკო XIII-ის სასახლეში არსებულ საცავში შეინახეს. პროექტის დამკვეთი კონიაკის ბრენდი Louis XIII-ია. ფილმის სიუჟეტი არ ხმაურდება, თუმცა you tube-ზე დაიდო ფილმის სამი თიზერი, რის მიხედვითაც შესაძლოა მიახლოებით წარმოვიდგინოთ, თუ რა თემაზეა ფილმი.სამი თიზერში ერთი და იგივე სცენა სამ სხვადასხვა გარემოშია გადაღებული: აწყმოში, წარსულში და მომავალში. ფილმთან ერთად, გამოუშვეს ათასი მეტალის ბილეთი, რომელთა შემძენებიც მათ შთამომავლობას დაუტოვებენ, მომავალში ფილმის სანახავად. 154 6-ს მოსწონს 1-ს არა
|