სხვა ლურსმული დამწერლობა 2015, 29 დეკემბერი, 21:09 ლურსმული დამწერლობა ძველ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დამწერლობა იყო. მას იყენებდნენ შუამდინარეთის უძველეს სახელმწიფოებში. ლურსმული დამწერლობა უმარტივესი ელემენტის სახით იყენებს ლურსმნის მოყვანილობის ნიშნებს. ლურსმნებს შეიძლება ჰქონდეთ ჰორიზონტალური, ვერტიკალური, დახრილი, ან სამკუთხა მოყვანილობა. შუამდინარეთი - ძველი ასურეთ-ბაბილონი სამშენებლო მასალითა და ლითონებით ღარიბი ქვეყანა იყო, ამიტომ საწერ მასალად ძირითადად თიხა გამოიოყენებოდა. ასურულ-ბაბილონური ლურსმული წარწერები 1901-1902 წწ-ში არქეოლოგ დემორგანის ხელმძღვანელობით ქ. სუზაში აღმოჩენილია შავი ბაზალტის სვეტის სამი ფრაგმენტი, რომლებზეც ამოკვეთილია მეფე ხამურაბის კანონთა კოდექსი. ხეთური ლურსმული წარწერები ხეთური წარწერების ამოკითხვა პირველად შესძლო ჩეხმა მეცნიერმა, ჰროზნიმ, 1915 წელს . ხურიტული (მითანური) ლურსმული წარწერები ჩვენამდე მოღწეული უძველესი ხურიტული წარწერები ძვ.წ. III ს-ს ეკუთვნის მითანის მეფის, თუშრატას მიერ გაგზავნილი წერილი ეგვიპტის ფარაონ ამენჰოტეპ III-თვის. ურარტული ლურსმული წარწერები ურარტული წარწერა რომელიც არგიშთი I-ს ეკუთვნის ნაპოვნია ერბუნის ციხეში. სპარსული ლურსმული წარწერები ძველი სპარსულ ლურსმული წარწერებიდან ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანია დარიოს I-ის სამენოვანი წარწერა ბისუტუნის კლდეზე 2437 2-ს მოსწონს
|