x
image
Lerato
სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები – სიმპტომები და მკურნალობა. 10 პროდუქტი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად
image


რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები:


– შავი წრეების გაჩენა თვალწინ მკვეთრი მობრუნებისას ან წამოდგომისას;

– ხშირი თავბრუსხვევა;


– სახსრებში მტვრევის შეგრძნება;

– თავს ძალიან ცუდად გრძნობთ სიცხის დროს და დისკომფორტს სიცივისას;

– კიდურები ხშირად გიცივდებათ და გიბუჟდებათ (ხელები, ფეხები და თითები);

– ზღვის ავადმყოფობა ტრანსპორტში – ადრე არ გემართებოდათ, მაგრამ ბოლო დროს დაგეწყოთ;

– ამინდის ცვლილებისას ორგანიზმი თავის ტკივილით და მხედველობის დაბინდვით რეაგირებს;

– წნევა მკვეთრად ეცემა და ისევე მკვეთრად იწევს ზემოთ;

– უცაბედად შესაძლოა გული აგიჩქარდეთ;

– მოულოდნელად შესაძლოა გონება დაკარგოთ.


ყოველდღიურად სიხლძარღვებისთვის სასარგებლო პროდუქტების მიღება – ტვინზე, გულზე, ღვიძლზე, თვალებზე, ფეხებზე და იმ სხეულის ნაწილებზე ზრუნვას ნიშნავს, სადაც დიდი რისკია სისხლძარღვების, კაპილარების ან ვენების დახშობისა და გასკდომის.


10 პროდუქტი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად

კაკალი და ნუში

image


ნუში მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით – E ვიტამინით, რომელიც ეფექტური ანტიოქსიდანტია) და მინერალური ნივთიერებებით (რკინით, კალციუმით, თუთიით, მაგნიუმით...). არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების. რაც შეეხება კაკალს – ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ქოლესტერინის დონის აწევას, უზრუნველყოფს გულის საკვები ნივთიერებებით მომარაგებას და სისხლძარღვების გამაგრებას.


კენკრა

image


ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერებას, იმიტომ რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოვებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. სისხლძარღვებზე განსაკუთრებით პოზიტიურად ზემოქმედებს: მარწყვი, ალუბლი, შავი და წითელი მოცხარი, ჟოლო. შავ მოცხარი 15-ჯერ მეტ С ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. ზუსტად შავი მოცხარი უნდა მიიღოს გულის პრობლემების დროს ადამიანმა, რამდენადაც მას მატონიზირებელი გავლენა აქვს.


ნიორი

image


ყველასათვის ცნობილია როგორც ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ის ეფექტურად ზემოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებზე. აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი – ეს ის სასაწაულმოქმედი ნივთიერებებია, რომელსაც არტერიული წნევის დარეგულირების უნარი შესწევს, ამცირებს ზედმეტად მომატებულ სისხლძარღვოვან ტონუსს. ამასთან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს.


ბურღულეული

image


აქვს დამთრგუნველი ზემოქმედება ქოლესტერინზე და ხელს უშლის მის დაგროვებას, კერძოდ კი, ბოჭკოვანა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დარეგულირებას სისხლში. აუცილებელია უპირატესობა მივანიჭოთ იმ ფაფებს, სადაც უფრო მეტი ბოჭკოვანაა: წიწიბურა და შვრიის ფაფა.


ბროწეული

image


ლიდერად აღიარებული სასარგებლო პროდუქტი გულისა და სისხლძარღვებისთვის. მასში შემავალი P ვიტამინი სისხლძარღვებს ამაგრებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 კი –სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. უნდა მიირთვათ უმი სახით. ბროწეულის წვენი ათხელებს სისხლს, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ანემიასთან ბრძოლის დროს. კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ანტიოქსიდანტური პოტენციალი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სამჯერ უფრო მეტია მასში, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. ამას გარდა, ბროწეულის წვენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და მთლიანობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


ვაშლი

image


დადებითად მოქმედებს ტვინის აქტივობაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ნაწლავების მოქმედებას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. ვაშლში შემავალი კალიუმი შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. პექტინი კი ასუფთავებს ნაწლავებს, სისხლძარღვებს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.


გრეიფრუტი

image


გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიული სისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. ზოგადად მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ.

გრეიფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდ ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. მიიღეთ კვირაში 2 ცალი პროფილაქტიკის მიზნით


ავოკადო

image


ორგანიზმში ავსებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და თრომბოზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ავოკადო მდიდარია კალიუმით, ამიტომაც განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით.


ლობიო და პარკოსნები


image


გარდა იმისა, რომ მდიდარია კალიუმით და მცენარეული ბოჭკოვანათი, ასევე შეიცავს ფლავონიდებს ჰიპერტენზიის პრევენციისთვის. მასში შედის ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია გულის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის: ბოჭკოვანა, ცილა, ფოლიუმის მჟავა, რკინა.


თევზი

image

უმნიშვნელოვანესი პროდუქტია როგორც ძვლოვანი ქსოვილისთვის, ისე – გულისთვის, რადგანაც ომეგა-3 ბუნებრივ საცავს წარმოადგენს. კონკრეტულად რომელი თევზია სასარგებლო: ორაგული, სკუმბრია, კალმახი და თინუსი. ამასთან, ჩატარებული კვლევების თანახმად, ზღვის ცხიმიანი თევზის მიღება კვირაში 5-ჯერ, 54%-ით ამცირებს ინსულტის რისკს მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ბეტა-კაროტინის წყალობით.



4
5357
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
5357
  
2016, 22 მარტი, 21:11
დიდი მადლობა შეფასებისთვის
2016, 22 მარტი, 19:44
კარგი სტატიაა
2016, 18 მარტი, 18:18
დიდი მადლობა :)
2016, 18 მარტი, 17:23
ძალიან საინტერესოა
0 1 4