x
image
K.P.
ცნობადი ტრანსგენდერი წყვილი შვილს ელოდება
image
ცნობადი ტრანსგენდერი წყვილი შვილს ელოდება. მამა, ფერნანდო მახადო, დაიბადა, როგორც მარია და "Daily Mail"-ის ცნობით, უკვე ოთხი თვის ფეხმძიმეა.

მომავალი დედა დიანა როდრიგესი, წარსულში მამაკაცი, სახელად ლუისი, გახლდათ და ის LGBT თემის აქტივისტია.

დიანამ და მახადომ ანალიზების გაგების შემდგომ გადაწყვიტეს ორსულობის ამბავი გაემჟღავნებინათ, რათა მსგავს ხერხს სხვა წყვილებმაც მიმართონ. "ჩვენ ვცდილობთ მითები ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ დავამსხვრიოთ"-ამტკიცებს დიანა.

წყვილმა ორსულობისთვის მზაობა ოქტომბერში, სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, "Twitter"-ზე როდრიგესი წერდა: "ჩვენი შვილი არის ხვალინდელი დღის რევოლუცია".image


ბავშვი ნატურალური გზით ჩაისახა: რადგან როცა ორივე მშობელი ჰორმონებს იღებდა, ერთმანეთის უხასიათობას ვერ უძლებდა.

მომავალი მშობლები სოციალურ ქსელში მილოცვებსა და ბევრ კეთილ სურვილს იღებენ, საზოგადოებას კი ორსულობის მიმდინარეობის შესახებ საქმის კურსში აყენებენ. "ჩვენი პატარა მოცარტს უსმენს"-წერდა დიანა როდრიგესი და ორსული ქმრის მუცლის ფოტოსაც ასაჯაროვებდა. ეკლესიის კრიტიკას წყვილი სერიოზულად არ აღიქვამს. "ეკლესია ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანას, ახლა კი შეუსაბამო იქნება, თუ ისინი ტრადიციული გზით ბავშვის გაჩენასაც გააკრიტიკებენ".image

სამხრეთ ამერიკაში უკვე შეინიშნება ტრანსგენდერი წყვილების უფლებებისათვის ბრძოლაში წინსვლა: კოლუმბიაში ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი პასპორტში სქესის შეცვლა და 340 ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ ცვლილებით. არგენტინაში უფრო ლიბერალურია სქესობრივი უმცირესობისათვის ოპერაციისს გაკეთება და ჰორმონებით მკურნალობა.

1
1065
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1065
  
2016, 19 იანვარი, 15:50
ამ ოჯახში აღზრდილი ბავშვი რა იქნება???....
0 1 1