"ქმარი დაკარგა იუსტიციის სახლში და ტიროდა" - მოხუცი ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია
იუსტიციის სახლის თანამშრომელი ია გოშაძე სოციალურ ქსელში ფოტოს და
გულისამაჩუყებელ სტატუსს ავრცელებს. კერძოდ, ის ამ ფოტოზე გამოსახულ ბებო
და პაპასთან დაკავშირებით წერს და ერთ საინტერესო ფაქტს გვიყვება, რომლის წაკითხვა ნამდვილად მოგგვით ცრემლებს:
"ქმარი დაკარგა იუსტიცის სახლში და
ტიროდა.. ვერ წყნარდებოდა სოფლიდან ვართ გზა არ იცისო.. ვერც ურეკავდა, რა
ეცვა იმასაც ვერ იხსენებდა.. დაახლოებით ნახევარი საათის მერე იპოვეს
ერთმანეთი და მივარდა ტირილით, რას მანერვულეო. ბაბუა იცინოდა: რა იყო
ქალო, 6 წელი კი მადევნინე თავი უკრაინაში და ახლა შენ მეძებეო. . მერე
მომიტრიალდა და იცოდე პატარას და მოხუცს ჩვილის გული აქვთო.
დაგვლოცეს და წავიდნენ, " - წერს ია გოშაძე თავის “facebook'' გვერდზე.

სოციალურ ქსელში ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები დიდ სითბოს გამოხატავენ ჩვენთვის კარგად ცნობილი პაპა-ბებიის მიმართ და გულაჩუყებულები, საალერსო სიტყვებს არ იშურებენ მათთვის.