x
image
K.P.
"ჩემი ქმარი პათოლოგი იყო, სხვა მამაკაცი შემიყვარდა"-მაგდა პაპიძე, ბრალდებულს მაზლი ემუქრება: "საკუთარი ხელით გამოვჭრი ყელს"
image
თბილისში, დიღმის მასივში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი. მომხდარში ბრალდებული 25 წლის მაგდა პაპიძე გახლავთ. მოკლა თუ არა ახალგაზრდა ქალბატონმა ქმარ-შვილი ამას სამართალდამცავები დაადგენენ. ბრალდებულმა ჯერ აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოგვიანებით კი უარყო. "არც შვილი მომიკლავს და არც ქმარი. რომც დამჩეხონ, ამ მკვლელობას არასოდეს ვაღიარებ"-განაცხადა მაგდა პაპიძემ და თან ამტკიცებს, რომ მასზე სამართალდამცველები ძალადობდნენ. ბრალდებული გვიამბობს, რომ მისი ქმარ-შვილი სახლიდან ღამის 11 საათზე გავიდა და შინ დაბრუნება დააგვიანდათ. მაგდას მტკიცებით, მას ჩაეძინა და ღამის 3 საათზე გამოღვიძებული სახლიდან ოჯახის წევრების საძებნელად წავიდა. თუმცა, სახლიდან გამოსვლისას კართან მოკლული მეუღლე ნახა, შვილი კი გაგუდული დახვდა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამტკიცებს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და მას სულ ეჩხუბებოდა. მეტიც მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.

"ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ ერთად ცხოვრებას ვაგრძელებდით. ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო, როცა სვამდა, მაგრამ რაც თორნიკე იზრდებოდა, ცდილობდა ბავშვს ჩვენი ჩხუბი არ ენახა."

მაგდა პაპიძის დედა და და კატეგორიულად გამორიცხავენ დედის მიერ ვაჟის მოკვლას, რადგან მაგდა თავდადებული და ყურადღებიანი დედა იყო. "ჩემს სიძეს დალევა უყვარდა, სიმთვრალეში კი ძალიან ცუდ ხასიათს ავლენდა. ომარს სახლიდან გაჰქონდა ოქროულობაც და იკარგებოდა ნივთები. მესიჯიც კი მაქვს ჩემი ქალიშვილის შენახული, რომელშიც მწერს, ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო"-ამტკიცებს მაგდას დედა.


რაც შეეხება გარდაცვლილის ძმას, ის მაგდა პაპიძეს ემუქრება: "ამას როგორ ვაცოცხლებ, ძმა და ძმისშვილი მომიკლაა! საკუთარი ხელით გამოვჭრიი ყელს"

0
975
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
975
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0