,,სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ხოლო "ნემსის ქურდები" ისევ ციხეში რჩებიან''-გურამ შეროზია თეონა ყოლბაიას გათავისუფლებას ეხმაურება
"ვოისის"კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების
მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა.
"აქედან შენი პირადი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს,
დაგითმობთ პირად ავტომობილს, რომელიც მოაგვარებს ამ საკითხს", - განაცხადა
კახა კახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს
დაბადებული თეონა ყოლბაია 2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის
სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.ბრალდებული თეონა ყოლბაია და თეიმურაზ ბააცაშვილი, სათამაშო იარაღით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ კერძო ტაქსის მფლობელებს.
თეონა ყოლბაიას პირდაპირ ეთერში გათავისუფლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში. უამრავმა ცნობილმა თუ უცნობმა ადამიანმა ეს მოვლენა პოზიტიურ და წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია ქართულ პენიტენციალურ სივრცეში, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთათვისაც თეონას გათავისუფლება არც ისე მისაღები გახლდათ. მათ რიცხვს ეკუთვნის ბლოგერი გურამ შეროზია, რომელმაც თავისი დამოკიდებულება საკუთარ “facebook'' გვერდზე დააფიქსირა.
“გასაგებია და კარგია, თეონა ყოლბაიას გათავისუფლება, ეს მასობრივი
პოზიტივიც, მაგრამ რა დააშავეს იმ პატიმრებმა, რომლებიც სანახაობას არ/ვერ
ქმნიან?
პური და სანახაობა + შერჩევითი სამართალი = ბედკრულ ღრუზიას.
შეგახსენებთ: სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ხოლო "ნემსის ქურდები" ისევ ციხეში რჩებიან...''