x
image
თამუნა გეწაძე
ალა პუგაჩოვას ქმარი ღალატობს?

imageპოპულარულ წყვილის, ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, იუწყება რუსული მედია საშუალებები. სკანდალის მიზეზი, რომელიც მეუღლეებს შორის მოხდა, გალკინის საეჭვო ურთიერთობაა უკრაინელ მოდელთან.რუსული ესტრადის პრიმადონასათვის ცნობილი გახდა, რომ გალკინს რომანი აქვს ახალგაზრდა ლამაზმანთან.წყვილი არაერთხელ დააფიქსირეს ერთად სხვადასხვა გასართობ კლუბებში.ალას გაბრაზებამ კი კულმინაციას მიაღწია, როდესაც გალკინმა დასვენების დღეები სოჩაში, უკრაინელ ლამაზმანთან ერთად გაატარა.რათქმაუნდა, ყველაზე "ვარსკვლავური" მეუღლე უარყოფს ღალატს, მაგრამ ალას ეს არ სჯერა.სასტუმროს ჟურნალისტებს, პრიმადონამ კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით, უარი განუცხადა, იმ არგუმენტით რომ ძალიან გაბრაზებული იყო მეუღლეზე.აღსანიშნავია ისიც, რომ ალა და მაქსიმი ცალცალკე გამოვიდნენ სასტუმროდან და სხვადასხვა მანქანაში ჩასხდნენ.შეგახსენებთ, რომ რუსული შოუბიზნესის ყველაზე პოპულარული წყვილი დაქორწინებულია და მათ ორი შვილი ჰყავთ. როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით უცნობია, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრიმადონა წყენას და გაბრაზებას ადვილად ვერ ივიწყებს.

1
842
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
842
  
2015, 23 დეკემბერი, 19:47
ახალგაზრდა ცოლებს ღალატობენ და ალას რა ეგონაა....
0 1 1