საზოგადოება ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა, გამაოგნებელი სახეცვლილება!! (ნაწილი V) 2015, 22 დეკემბერი, 17:33 წლების მანძილზე იცვლება მოდა, ჩაცმის სტილი და იცვლებიან ადამიანებიც. მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ჩარევით მარტივი გახდა გარეგნობაში ამა თუ იმ ცვლილების შეტანა. წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც წლების მანძილზე გასაოცარი ცვლილება განიცადეს და ბევრად უფრო დახვეწილნი და მომხიბვლელნი გახდნენ. 1) სტეფანე მღებრიშვილი სტეფანე მღებრიშვილი არის ცნობილი ქართველი მუსიკოსი, პროდიუსერი. გამართული აქვს სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში. ჩაწერილი აქვს ალბომები „მეფერება წვიმა“, "მზე და შოკოლადები". 2009 წელს, მას შემდეგ რაც „სტეფანე და 3G“ არ დაუშვეს ევროვიზიაზე, კომპოზიციამ „We don’t wanna put in” უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა და გაჟღერდა წამყვან დასავლურ ტელეარხებზე BBC, SKY, CNN, RAI და ა.შ. მისი ინტერვიუები გამოქვეყნდა დასავლურ პრესაში. მონაწილეობს მიუზიკლებში: „ქეთო და კოტე“ და "ვერის უბნის მელოდეიები". არის სააგენტო „არტ ფორუმი“-ს დამაარსებელი და პროდიუსერი. აქვს განხორციელებული მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. ![]() ცნობილი ქართველი ტელეწამყავანი ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. ნუკის კარიერა ''მის საქართველოდან'' დაიწყო. მერე იმედის ''დილის'' ეთერში მოხვდა, ასევე მონაწილეობს სერიალ ''კლინიკაში''. ![]() ![]() ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს ქალაქ თბილისში. ის არის საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის 27 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს შეუდგა. ![]() ნიკა გვარამია არის ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე; სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი; საქართველოს იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი. არის კლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე; ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ![]() თიკა ჯამბურია - მომღერალი, პროფესიით მსახიობი. დაიბადა 1991 წლის 4 მარტს ქალაქ თბილისში.დაამთავრა #1 თბილისის კლასიკური გიმნაზია (წარჩინებით) ასევე დამთავრებული აქვს თბილისის #5 მუსიკალური სასწავლებელი. იყო ანსამბლ მზიურის მეხუთე თაობის წევრი. თიკა 9 წლის იყო, როდესაც გამოვიდა მისი პირველი კლიპი 'ჯეირანი', რომელიც გახდა მისი სავიზიტო ბარათი და მუსიკალური ჩარტების ლიდერი. ![]() ხატია შამუგია არის ICI PARIS მარკეტინგისა და PR–ის მენეჯერი. ის გახლავთ მომღერალი გურამ ლომიძის ყოფილი მეუღლე. მან ოჯახის დანგრევის შემდეგ ცხოვრება შვილსა და დედასთან ერთად მარტომ გააგრძელა. ![]() ნაწილი III - http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/60097-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98/79/ ნაწილი IV - http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/68988-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98/79/ 861 7-ს მოსწონს
|