x
image
გვანცა1234
"არ უყუროთ, ფუი ეშმაკს თქვით "რუსთავი 2-ს" რომ დაინახავთ,"- დეკანოზი ილიას ქადაგება და ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ეკლესიის მსახურის მორიგი ქადაგება გავრცელდა, სადაც მოძღვარი ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდებს, რომ რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადონ. ქადაგებაში დეკანოზი ილია თოქშოუ “არჩევანის'' იმ ეთერს აკრიტიკებს, რომელშიც მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში შექმნილ ვითარებასა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე იყო საუბარი. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ქადაგებიდან: “ ამ ეშმაკურ კოდს და ასეთ რამეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მე ჩემს სულიერ შვილებს პირდაპირ კურთხევას გაძლევთ: “რუსთავი 2''-ის ტელევიზია საერთოდ არ ჩართოთ, ესაა ანტი-ქრისტეს ტელევიზია. ტელევიზორს რომ დაინახავთ, ხმაც არ უნდა გასცეთ, ფუი ეშმაკს უნდა თქვათ და პირჯვარი გამოისახოთ'' - ამბობს დეკანოზი თავის ქადაგებაში.
სამოქალაქო სექტორი ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მისი რესპონდენტების მიმართ ქაგადებაში გამოთქმულ მოსაზრებებს სიძულვილისკენ მოწოდებად განიხილავს.
რუსთავი 2''-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “მგონი, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამ სიმახინჯეზე და მორალურ (როგორც მინიმუმ) ტერორიზმზე პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს. ხოდა, მიხედეთ, გეთაყვა, მიხედეთ! არ ბნელა ქვეყანაში, პატივცემულებო, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ!''- წერს ნიკა გვარამია საკუთარ “facebook'' გვერდზე.

imageგვარამიას ამ კომენტარმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საზოგადოების უმრავლესობა დეკანოზს აკრიტიკებს. ზოგიერთები წერენ:
* “ რუსთავი ორის ყურების გარდა იმაზე იქადაგე ეკლესიის ეზოში მათხოვრებით სავსეროა და არავინ ეხმარება რაშუაშია ტელევიზია ვისაც არმოწონს გადართონ ურევ მამაო რაღაცას''.
* “ ასეთი მოძღვრების ხელში, კიდე კარგად ვართ, ღმერთის მაინც არ გეშინია, რუსთავი 2 რთან რა გინდა მარტო თქვენთვის ლოცულობთ 40, 000$ ჯიპით რო დადიხართ''.
* “რუსთავი 2-ს რომ დაინახავთ რას ნიშნავს: დასეირნობს და გზაში შემხვდება? რის დანახვაზე წარვწყმდები, ლოგოსი? კამერის? გვარამიასი? უთხარით, რომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო :))''image

4
362
9-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
362
  
2016, 15 იანვარი, 22:14
სხვის პირადში მე არ ვიქექები, არ ვარ ინფორმირებული...
2016, 15 იანვარი, 19:28
მარტო ცოდნაში მოიკოჭლებს?!
2015, 22 დეკემბერი, 18:36
მამაო ცოდნაში მოიკოჭლებს, ბატონი გვარამიამ კი მთავარი პროკურობის დროინდელი მისი "ვაჟკაცობები" გაიხსენოს, სანამ პირს გააღებს რაიმეს სათქმელად.
2015, 22 დეკემბერი, 15:46
ტელევიზიას რომ დაინახავთ ხმაც არ უნდა გასცეთო - მომეწონა:))))
0 1 4