შოუბიზნესი სტალონეს ქალიშვილებმა კინოპრემიერაზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს(+ფოტო) 2015, 21 დეკემბერი, 22:00 69 წლის პოპულარულ მსახიობს, სილვესტერ სტალონეს ნამდვილად აქვს საამაყოდ საქმე. ჰყავს ულამაზესი მეუღლე და სამი მშვენიერი ქალიშვილი. ახალი ფილმის პრემიერაზე, ბედნიერი მეუღლე და მამა, ულამაზესი ქალბატონების თანხლებით გამოცხადდა. სტალონეს მეუღლე ჯენიფერ სტალონე-ფლავინი 47 წლისაა, ის 20 წლით უმცროსია მსახიობზე. წყვილი 18 წელია ერთადაა და სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავთ. სოფი, სისტინი და სკარლეტი.გოგონები წლების მატებასთან ერთად, უფრო ლამაზდებიან და იხვეწებიან, ამიტომ საზოგადოებისგან მუდმივად დიდი ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. სისტინი 17 წლისაა და ის უკვე წარმატებულია სამოდელო კარიერაში. 13 წლის სკარლეტი არ ჩამოუვარდება დებს სილამაზეში. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ისინი ძალიან მეგობრულები არიან და მამას დიდი პატივს სცემენ. სტალონე ამაყობს მისი ოჯახითა და ქალიშვილებით. 1109 2-ს მოსწონს
|