x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
15 წლის გოგონამ შეყვარებულთან ერთად ოჯახის ამოწყვეტა გადაწყვიტა
image

ფოტოზე:15 წლის ვიქტორია, რომელმაც შეყვარებულთან ერთად ოჯახის ამოწყვეტა დაგეგმა.



საშინელი მკვლელობა მოხდა მოსკოვის მახლობლად. 15 წლის ვიქტორიამ შეყვარებულთან ერთად მშობლების და დის დახოცვა გადაწყვიტა.


ყველაფერი კი ბანალური ოჯახური კამათით დაიწყო.


16 დეკემბერს საღამოს ვიქტორია გვიან ღამით დაბრუნდა სახლში(თუმცა მშობლებს შეპირდა, რომ 9 საათზე სახლში იქნებოდა). ამის გამო მშობლები გოგონას წაეჩხუბნენ.ვიქტორიას მამამ კატეგორიულად მოთხოვა დაშორებოდა იმ ახალგაზრდას, რომელიც ცუდ ზეგავლენას ახდენდა მასზე.ვიქტორია მამას უყვიროდა, რომ უყვარს ის ბიჭი და სახლიდან წავა.


ამის შემდეგ გოგონა აბაზანაში ჩაიკეტა და შეყვარებულს მისწერა მომხდარი ფაქტის შესახებ.მათ ერთად დაგეგმეს, როგორ ამოეწყვიტათ ვიქტორიას ოჯახი.

imageფოტოზე: მკვლელობის გეგმა-ვიქტორიას და ალექსანდრეს მიმოწერა სოციალურ ქსელში



ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ იმ დროს, როცა ყველა დაიძინებდა.პირველად ვიქტორიას მამის, დიმიტრის მოკვლა გადაწყვიტეს, შემდეგ კი დანარჩენი ოჯახის წევრების.გვიან ღამით ვიქტორიამ თავის შეყვარებული, 18 წლის ალექსანდრე სახლში შემოაპარა.


შემდეგ რაც მოხდა, საშინელებათა ფილმი გეგონებოდათ.მძინარე მამას ვიქტორიამ დაახლოებით 30-ჯერ დაარტყა დანა, პარალელურად ალექსანდრე რეგულირებად ქანჩს ურტყავდა თავში.შემდეგ ალექსანდრემ ვიქტორიას დედის, ნატალიას ცემა დაიწყო, შემდეგ კი ყელში ხელი წაუჭირა გაგუდვის მიზნით.


ხმაურზე გამოვიდა ვიქტორიას უფროსი და, დაინახა რა თავის და დანით ხელში უცხო მამაკაცთან ერთად, სასწრაფოდ ოთახში შებრუნდა და 112 გამოიძახა. მოგვიანებით საშამ გამომძიებლებს მოუთხრო, რომ მამამ დაუყვირა "გაიქეცი!"


image


ფოტოზე: ვიქტორიას მშობლები ნატალია და დიმიტრი.


ამის შემდეგ შეყვარებული წყვილი სახლიდან გაიქცა.ვიქტორიას დედა და და გადარჩნენ.ნატალიამ შემდეგ გამოძიებას მოუთხრო, რომ თავი მოიმკვდარუნა და ამან თავი გადაირჩინა.მეუღლე დიმიტრი ადგილზე გარდაიცვალა.


მეორე დღეს შეყვარებული წყვილი თვითონ გამოცხადდა რიაზანის პოლიციაში(ამ ქალაქიდან არის წარმოშობით ალექსანადრე).


თუმცა პოლიციას მომხდარი ფაქტი სულ სხვაგვარად აუღწერეს.თითქოს ალექსანდრე სტუმრად ეწვია ვიქტორიას და ამით განრისხებული მამა თავად დაესხა თავს ალექსანდრეს.ხოლო ყმაწვილი მხოლოდ თავს იცავდა.

imageფოტოზე: ალექსანდრე, ვიქტორიას შეყვარებული.

0
752
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0