x
image
გვანცა1234
სკანდალი: ,,ჯანეტას დაადგა თვალი და ამ ღრმად ფილოსოფიური ინტერვიუთი, მას ეკეკლუცება'' - გურამ შეროზია ნოდიკო ტატიშვილზე

ჯანეტ ქერდიყოშვილის შემდეგ, რომელმაც თავისი ტრადიციული აზრების გამო უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა, სოციალურ ქსელში თავისი ინტერვიუთი, მოსახლეობა კიდევ ერთხელ აღაშფოთა ნოდიკო ტატიშვილმა. მეტი ინფორმაციისთვის გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ “სარკეს'' მისცა.
“ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ქალური, ის უნდა ჰგავდეს ქალს და არა არაქალს. ყველა ქალი არ არის ნაზი. ადრე ვფიქრობდი, რომ შინაგანი სამყარო იყო მთავარი, მაგრამ მას მერე, რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ასე არ არის.''
“გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად. რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი. პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს''.
ნოდიკოს ამ ინტერვიუს გამოეხმაურა ცნობილი ქართველი ბლოგერი გურამ შეროზია, რომელმაც სტატუსი ჯანეტ ქერდიყოშვილის შესახებაც გამოაქვყნა. შეროზია თავის სტატუსში წერს: image“ჰა კიდევ ერთი! :@ მოკლედ, მასობრივი დაბნელება მძვინვარებს ბედკრულ ქართულ "შოუბიზნესში" :დ
ან ჯანეტას დაადგა თვალი და ამ ღრმად ფილოსოფიური ინტერვიუთი, მას ეკეკლუცება (ვითომ?) )))
შევაჯამოთ ნოდარის მარგალიტები:
1. "ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ქალური, ის უნდა ჰგავდეს ქალს და არა არაქალს" - გთხოვთ, დამიდეთ "არაქალის" ფოტორობოტი :დ სავარაუდოდ, ეს არიან წითელპომადიანი და მოკლეკაბიანი "თახსირები", ან თანასწორი უფლებების მომთხოვნი "უღირსი ქალები", ა.შ. მართლა ძალიან მაინტერესებს :))))
2. "მიყვარს, როცა მისთვის ვიბრძვი და მიყვარს, როცა ქალი მაწვალებს." - სადო-მაზო ინ ექშენ, იეეე :)))) პირველ კომენტარში დავლინკავ შესაფერის გოგოს, რა იცი რა ხდება ))))
3. "ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი." )))))) ქალი უნდა იყოს ოჯახის ბურჯი: მზარეული, მწმენდავი, მრეცხავი და კაცები რას ვაკეთებთ ამ დროს? ვუმოწმებთ, რამდენად კარგად არის მტვერი გადაწმენდილი და თუ რამე "გაემაზა" ვუტყაპუნებთ? :დ
და პიკი: ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს.
იქნება ავწიოთ ერთი ადგილი და ჩვენით გადავწმინდოთ? წარმომიდგენია ამის სახლი, ცოლი რომ ერთ თვიან მივლინებაში წავა...
მაგრამ ამ კრიტერიუმებს თუ დავეყრდნობით აღნიშნული ცოლი, მაქსიმუმ "კუხნიდან" საძინებელში გავიდეს შვებულებაში
"ეს რა ჭირი გვჭირს ტოო"!
:დდდ
პ.ს. საოცარი შესავალი: "მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის პირადი ცხოვრება ამჟამად აქტიური არ არის", ჰო, აი, სთენდბაიზე აქვს გადაყვანილი, ან ფლაით მოუდი აქვს ჩართული''.

1
516
7-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
516
  
2015, 19 დეკემბერი, 17:11
gadaekidet am nodaris ,ras erchit?ra tkva aseti?ra ari cudi imashi tu kacs unda supta ,patiosani da daxvewili kali yavdes colad.?!!mtvers kide coli tviton gadawmindavs tu damlagebels aiyvanen moipikreben albat ertad,ak mtavari is aris rom kacs sisuptave uyvars,morcha.......
0 1 1