x
image
hamunaptra1990
ირინა სარიშვილი-"რა არის პუტინის ამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი დაპირების საფასური, არ გვაინტერესებს???"

imageრუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, იმის შესახებ რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი გამოეხმაურა:
"პუტინის პოზიცია რუსეთთან საქართველოს უვიზო მიმოსვლაზე, უთავმოყვარეო ადამიანებისთვის გადადებული გამოხრული ძვალია ევროპასთან შესაძლებელი უვიზო მიმოსვლის საპასუხოდ!
არც ტერიტორიული მთლიანობის ცნობა!
არც რაიმე სახით პატივისცემის გამოხატვა!
პირიქით!!!
დაცინვა! მასხრად აგდება!
რა გვჭირს, ამაყო ქართველებო?!
რა გვიხარია?!
მომავალ "ევრაზიულ კავშირში" აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან უვიზო მიმოსვლა?!
და რუსეთთან უვიზო რეჟიმი რომ არა მხოლოდ აქედან ხსნის კარებს, არამედ იქიდანაც, ამაზე გიფიქრიათ???
რამ გაამხიარულა ასე პრემიერი, რომელმაც პუტინის პრესკონფერენციას ლამის დამთავრება არ აცალა და ისე გააკეთა აღრფთოვანებული კომენტარი, ამაზე დავფიქრდით???
რა არის პუტინის ამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი დაპირების საფასური, არ გვაინტერესებს???
რუსეთი რომ არც ტერიტორიული მთლიანობის, არც ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას არც გეგმავს და არც თავი აქვს ამისი, ვერც ამას ვხვდებით???
რუსეთში მოსკოვის ცენტრის იქით შიმშილია!!!
ეს რომ იცის პუტინმა და იმასაც რომ ხვდება, ჩვენი დასავლეთთან ინტეგრირების შემდეგ აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვისაც ბევრად უფრო მიმზიდველები გავხდებით, ვიდრე "დედა რუსეთი", სწორედ ამიტომ გვიგდებს ამ ძვალს!!!
ასე რა მოგვშივდა, როგორ დავეცით და გავნადგურდით, რომ მოძალადის გამოხრულ ძვალს თუ რაც არის სინამდვილეში, სიხარულით და მადლიერებით ვიღებთ?!!!
აღარც ტვინი გვაქვს, არც სირცხვილი, არც სული?!!!
შვილებზე მაინც იფიქრეთ!
იმ შვილებზე, რომლებსაც კარგავთ!!!
მე იმ საქართველოში ვრჩები, რომელიც ჩემს გულშია, რომელიც მართლა ამაყია და რომელსაც შოთა, ვაჟა, მიხეილ ჯავახიშვილი მარტო სალაქლაქოდ არ უნდა!!!
გასკდა გული!"

0
584
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0