თავის მოვლა თმის ცვენის საწინააღმდეგო ძალიან მარტივი მეთოდი, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ამ პრობლემას 2015, 16 დეკემბერი, 22:41 თმის ცვენის პრობლემა არა მარტო ძალიან ბევრ მამაკაცს აწუხებს, ასევე – ქალებსაც. თუ მელოტი ძლიერი სქესის წარმომადგენლები სექსუალურ მამაკაცებად მიიჩნევიან, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ქალებზე. ჩვენ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ძალიან მარტივი ნიღაბი! ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ: 1 ამპულა ვიტამინი В6; 1 ამპულა ვიტამინი В12; 1 გრ. ვიტამინი С (იყიდება აფთიაქში); 2 ს.კ. აბუსალათინის ან ბირკავას (ოროვანდი) ზეთი; 2 ს.კ.თაფლი (ვათბობთ ორთქლის აბაზანაზე); 2 ს.კ. ნებისმიერი თმის ბალზამი. მოხმარების წესი: ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წაისვით თავზე დაბანამდე 1 საათით ადრე – თავდაპირველად ძირებზე, ხოლო შემდეგ გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ პოლიეთილენის აბაზანის ქუდი და ზემოდან პირსახოცით შეიხვიეთ. ამ ნიღბის ჩამობანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მის შემადგენლობაში ბალზამი შედის.
5584 11-ს მოსწონს
|