x
image
გვანცა1234
''ჩემი ცოლის დაქალები'' მორიგ სკანდალში გაეხვა-''სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას''

“ჩემი ცოლის დაქალები'' საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომლის უკვე რვა სეზონია გადაღებული. სერიალს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ეს არის ყველაზე ყურებადი და რეიტინგული სოციალური სატირაა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. მე-8 სეზონის 25-ე სერიაში მოქმედება ბავშვთა სახლში განვითარდა, სადაც აღმზრდელი მკაცრად ექცეოდა პატარებს და დაწესებულებაც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული პირობებით. ამ სერიის წინააღმდეგ გაავრცელეს სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება ორგანიზაციამ "ბავში და ოჯახი", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" 12 დეკემბერს გასულ
სერიას, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვთა სახლში არსებული სიტუაცია და
დამოკიდებულება.

გვინდა, განმარტების სახით გაუწყოთ, რომ
საქართველომ განახორციელა ბავშვზე ზრუნვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2011
წელს დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციები ე.წ. ბავშვთა სახლები და გაიხსნა
მცირე საოჯახო ტიპის სახლები.

აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8-10 ბავშვი და მათთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის გამოყენებით.

სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას.

შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს როგორც ნივთებს ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები.

უამრავი ადგილობრივი სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტი იყო
ჩართული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, უამრავი ენერგია იხარჯება
იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ,
იმყოფებოდნენ არაძალადობრივ და ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

სერიალში გასული სიუჟეტი ასევე ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების
დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან
ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები.

დღეისათვის ყველა ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, თითოეული აღმზრდელი გადის გადამზადების კურსს, რომელის ფარგლებში ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების, ხერხებისა და მიდგომების შესახებ. მიღებულ ცოდნას კი იყენებენ ბავშვებთან მუშაობაში და ურთიერთობებში.

ჩვენი ასოციაციის სპეციალისტები ჩართულნი არიან როგორც რეფორმის განხორციელების, ასევე შემდგომ მიმდინარე პროცესებშიც.

დიდი ზომის ინსტიტუციები ისტორიას ჩაბარდა, დაუშვებელია სპეკულირება თემით,
რომელიც ეხება ბავშვებს და უფრო მეტად მაშინ როცა ისინი საჭიროებენ
დამატებით ზრუნვას.

მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს, არ მოახდინონ ბავშვების და კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაცია, რათა ბავშვებს მივცეთ საშუალება იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და საზოგადოებაში არ გავზარდოთ მათდამი სტიგმაა", - ნათქვამია განცხადებაში.image

0
720
8-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0