x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137388
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
97 წლის ასაკში აღებული დიპლომი

imageრას აღარ გაიგებს ადამიანი ამ ქვეყანაზე. ზოგს სწავლა ეზარება, რომ ერთი დიპლომი მაინც მოიპოვს და ავსტრალიერმა 97 წლის ასაკში მყოფმა ალან სტიუარტმა 8-ე დიპლომი აიღო. ამჯერად მან მედიცინის დარგში მაგისტრის ხარისხი სამხრეთ უელსის შტატის უნივერსიტეტში მიიღო. როგორც ამბობენ ალანი ბავშვობიდან გამოირჩევოდა იმით, რომ უყვარდა სწავლა, მისთვის გასართობიც კი წიგნი იყო. 12 წლის იყო როდესაც მათემატიკის კონკურსში 15 წლის ბავშვებს აჯობა და ავსტრალიის სკოლებს შორის გამარჯვებულიც გახდა. 2006 წელს ალანი გინესის რეკორდების წიგნში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოხვდა. მაშინ ის 92 წლის იყო და სამართალს ეუფლებოდა. ალანზე ბევრმა თქვა, რომ ფსიქკურად შეშლილიაო და ექიმებმა გასინჯეს კიდეც თუმცა შეშლილობის ვერნაირი კვალი აღმოაჩინეს, როგორც ექიმები ამბობენ ამ მხრივ ალანი სრულიად ჯანმრთელია. ხანდაზმული სტუდენტი უმეტესად სახლიდან გაუსვლელად სწავლობდა. მას ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა ლექტორებთან და ლექციებს იშვიათად ესწრებოდა. როგორც მისი ახალგაზრდა ჯგუფელები ამბობენ ის არ დადიოდა ლექციებზე, მაგრამ რამდენჯერმე როდესაც სტუდენტებს წვეულება ჰქონდათ ალანიც მათ გვერდით იყო. მან თავისი პირველი დიპლომი სიდნეის სტომატოლოგიურ უნივერსიტეტში აიღო 1936 წელს და მას შემდეგ კიდევ 7 პროფესია გამოიცვალა. ალანი უკვე გინესის რეკორდშია, როგორც ყველაზე ხანდაზმულ ასაკში მიღებული დიპლომის პატრონი.

0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0