x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137501
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
ზღაპრიდან რეალობამდე-ფრანგმა მამაკაცმა "ჯადოსნური ხალიჩით" იფრინა(ვიდეო)
image

ფრანგმა მამაკაცმა მთიდან "ჯადოსნური ხალიჩით" იფრინა და ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო. ამის შესახებ სააგენტო SWNS-ი იუწყება.


44 წლის ფრედი მონტინიმ განაცხადა, რომ მას წლები დასჭირდა ბავშვობის ოცნების ასასრულებლად, რათა ესწავლა ხალიჩაზე „ფრენა“, ისევე როგორც "ალადინმა" ამავე სახელწოდების მულტფილმიდან.


იგი 25 წლიდან დაფრინავს პარაპლანით, 30 წლიდან პარაშუტით ხტებოდა, 35 წლიდან კი დაფრინავს დელტაპლანით. მთელი ეს გამოცდილება დაეხმარა მონტინის, ორიგინალური ტრიუკი მოეფიქრებინა.



წარსულში მამაკაცი დრამერი იყო და სცენის ტექნიკოსად მუშაობდა. ის ახლა საკუთარ თავს უწოდებს" ხალიჩით პროფესიონალ მფრინავს " . ბოლო გამოქვეყნებულ ვიდეოში ბეისჯამპერი 2400 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და ხალიჩით 1600 მეტრის სიმაღლეზე დაეშვა. მან განმარტა, რომ ხანგრძლივი დაშვება მას საშუალებას აძლევს მოახდინოს ფრენის კორექტირება და საფრთხის შემთხვევაში შეუძლია პარაშუტის გახსნა.


„ამ ჯადოსნური ხალიჩით მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამით არ შეგიძლიათ რაიმე სიჩქარით იფრინოთ ან სასურველ დანიშნულების ადგილზე მიხვიდეთ, ის მაინც გასაოცარი ხერხია რეალობის გამოწვევისთვის“, - თქვა მონტინიმ თავისი გამოცდილების შესახებ.


იგი პარაშუტს უწოდებს " უსაფრთხოების მთავარ ბადეს".


„თუ რამე არასწორად მოხდება, მე უბრალოდ გავუშვებ ხალიჩას და გავხსენი პარაშუტს. იმ სიმაღლიდან, საიდანაც ვხტები, საკამრისი დრო მაქვს, რომ გამოვასწორო ნებისმიერი შეცდომა“.



სოციალურ მედიაში თავის პოსტებში მონტინი ხაზს უსვამს „კავშირს ბავშვობის ოცნებებსა და ზრდასრულ რეალობას შორის“.

0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0