x
image
ვიზა კოხაძე
"ეს ზესტაფონელი ქალბატონები ღვთის მოშიშნი და უფლის მოყვარულები არიან და არაფრის ფასად კამერებთან არ 'იკეკლუცებენ"

imageსკანდალი საპატრიარქოს გარშემო და სასულიერო პირების დაპირისპირება გრძელდება.
მამა სპირიდონზე მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს" - ""SOS!. იცოდეს ყველა ქართველმა და მართლმადიდებელმა! სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი (გოჩა აბულაძე) ერეტიკოსია, ფსბ-ს ყურმოჭრილი მონაა.
სამშობლოს მოღალატეა, ქრისტიანობის პრინციპების მტ ერია და ბავშვების შიმშილისა და გაყინვის საფრთხის წინაშე მიმმტოვებელია.. ანაქსიოს.."

კვირა საღამოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბაღებსა და სკოლებში არსებული აუტანელი მდგომარეობა იყო ასახული. გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ეპისკოპოსი სპირიდონი სხვა ეპარქიაში გადავიდა და ბიუჯეტიც თან წაიღო. ამ ყველაფრის გამო კი საკვების დოზა მინიმუმამდეა დაყვანილი, შენობები ცუდ მდგომარეობაშია და მათი გათბობაც ვერ ხდება სათანადოდ. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა.

არქიმადრიტი ანთიმოზ ივერიელი გასულ სიუჟეტს ეხმაურება: "რუსთავი 2"-ის პოსტ სკრიპტუმი სიცრუის მანქანაა, ხალხო არ დაიჯეროთ სიუჟეტი მეუფე სპირიდონზე, თითქოს მილიონს იპარავს, რა საძაგლობაა?! მღვდლობაში, თავისი ფულით ინახავდა უპატრონო ბავშვებს და თავშესაფრებს და ათასს რამეს აკეთებდა. და ეს მთელმა ზესტაფონმა იცის. ისე დახატეს ამ ელგებეტე ტელევიზიამ და ვითომ შეარცხვინეს.

როგორ გააფთრებით ებრძვიან ეკლესიას და ელისაშვილიც ჩაითრიეს. ელისაშვილს ერთ წელიწადში, საკრებულოს დებუტატობა თუ ესე თავში აუვარდებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი."

p.s. გასაკვირია, საიდან ფლობენ ამ ინფორმაციებს, მაშინ როცა საბავშვო ბაღის თანამშრომლები ერთსულოვნად ბრალს სდებდნენ მეუფე სპირიდონს 'ბიუჯეტის მოპარვაში'.ანთიმოზ ივერილის თქმით თანამშრომლები ტყუიან, მაგრამ ავიწყდება მთავარი, ს ზესტაფონელი ქალბატონები ღვთის მოშიშნი და უფლის მოყვარულები არიან და არაფრის ფასად კამერებთან არ 'იკეკლუცებენ';

0
744
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0