x
image
Lerato
7 უმნიშვნელოვანესი პროდუქტი ორგანიზმისთვის – ასუფთავებს და იცავს სხვადასხვა დაავადებისგან

image


ორგანიზმის გაწმენდა აქტუალური და მწვავე საკითხია, რომელიც ხშირად აბსურდამდეც მიდის. ძალიან დიდი რაოდენობით მიღებულ სხვადასხვა ზეთს, ლიმონის წვენს და მედიკამენტოზურ მკურნალობას ბევრი ადამიანი საავდმყოფოს კარამდე მიუყვანია. ნამდვილად ღირს, რომ დავფიქრდეთ და ყურადღება მივაქციოთ იმ ჩვეულებრივ პროდუქტებს, რომლებიც ორგანიზმს წმენდენ ნებისმიერ სხვა წამალზე უკეთ და ამასთან, ზიანს არ აყენებენ.

1. კომბოსტო

image
კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რომელსაც ნაწლავებიდან ბუნებრივი გზით გამოაქვს მძიმე ლითონები და ტოქსინები. ასევე, მდიდარია ორგანული მჟავეებით, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზებას ახდენს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ის შეიცავს საკმაოდ იშვიათ ვიტამინ U-ს, რომელიც ანადგურებს სახიფათო ნივთიერებებს, მონაწილეობას იღებს ვიტამინების სინთეზში და წყლულებს ახორცებს.

გამოყენება: მიირთვით უმი, დამწნილებული ან წვენის სახით.

2. წითელი ჭარხალი

image
წითელი ჭარხალი №1 ორგანიზმის გამწმენდია. უპირველეს ყოვლისა ის შეიცავს: ცელულოზას, სპილენძს, ფოსფორს და მთელ რიგ მინერალურ მჟავებს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ნაწლავებში ანადგურებს ლპობის ბაქტერიებს. მეორე რიგში, მის შემადგენლობაში შედის ლიპოტროპული ნივთიერება "ბეტაინი, " რომელიც ღვიძლს ტოქსინებისგან უკეთ გათავისუფლებაში ეხმარება. მესამე რიგში, ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ფოლიუმის მჟავის (უფრო მეტი ახალი უჯრედი იქმნება) და კვარცის (აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას) საშუალებით.

გამოყენება: მიირთვით უმი, მოხარშული და წვენის სახით (უმჯობესია სტაფილოს წვენთან ერთად).

3. ნიორი

image
ერთი კბილი ნიორი 400-ზე მეტ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს.

გამოყენება: მიირთვით უმი სახით

4. ხახვი

image
ყველაზე მთავარი ხახვში ფიტოციდებია, რომელსაც შეიცავენ ეთერზეთები. ფიტოციდებს შეუძლია წამებში გაანადგუროს უამრავი ბაქტერია და სოკო. ასევე, ხახვი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ეხმარება მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში. შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რაც აუვნებელყოფს და ანადგურებს ყოველივე "ზიანის მომტანს" ორგანიზმში.

გამოყენება: მიირთვით უმი სახით. მისგან ამზადებენ კოსმეტიკურ ნიღბებს სახეზე გამონაყარის საწინააღმდეგოდ.

5. ვაშლი
image
ვაშლი არეგულირებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას პექტინისა და ბოჭკოვანას მეშვეობით, რომელსაც გამოაქვს შლაკები და ტოქსინები. ვაშლი აუმჯობესებს მადას, ეხმარება კუჭის წვენის გამომუშავებას და შეკრულობის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამას გარდა, ანადგურებს გრიპის A ჯგუფის ვირუსის, დეზინტერიის და ოქროსფერი სტაფილოკოკის გამომწვევ პათოგენებს.

გამოყენება: მიირთვით უმი კანიანად, გახეხილი ან წვენის სახით.

6. ავოკადო

image
ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. ავოკადო შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით.

გამოყენება: მიირთვით უმი, ჩირის ან ზეთის სახით.

7. შტოში

image
შტოში – ერთერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალება. წმენდს შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს სახიფათო ბაქტერიებისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შტოში ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას და ასევე ასუფთავებს სისხლძარღვებს თრომბებისგან.

გამოყენება: მიირთვით უმი, შესაძლოა შაქრის ფხვნილთან ერთად ან წვენისა და მურაბის სახით.

0
412
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0