x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვენესუელური ტორტი
ვენესუელური ტორტი


ინგრედიენტები:


კვერცხი – 5 ცალი

ზეითუნის ზეთი – 1 ს. კ.


რძე – 120 მლ.

ფქვილი – 140 გრ.

წვრილად დაჭრილი ნიგოზი – 125
შაქარი – 200 გრ.

მარილი – 1 მწიკვი


გულსართი:


მოხარშული შესქელებული რძე – 400 გრ.

შოკოლადის მინანქარი:

ნაღები (33-35%) - 110 მლ.
შაქრის პუდრი - 2 ს. კ.
შავი შოკოლადი (70% კაკაო) - 100 გრ.
კარაქი - 35 გრ.

მომზადება:


1. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა 10 წუთით შედგით მაცივარში > თასში ათქვიფეთ კვერცხის გული და ზეითუნის ზეთი > დაუმატეთ რძე > შემდეგ, ფქვილი და ნიგოზი > კარგად ათქვიფეთ.

ვენესუელური ტორტი

2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, 1 მწიკვ მარილთან ერთად. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა, რომელიც თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გაინძრევა > თანდათანობით შეათქვიფეთ შაქარი > ფრთხილად შეურიეთ ცილა დანარჩენ მასას. ეს უნდა გააკეთოთ ხის ან პლასტიკატის კოვზით. ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად > 24 სმ. დიამეტრის მქონე საცხობ ფორმას, ძირზე წაუსვით კარაქი და ფრთხილად მოათავსეთ ცომი ფორმაში.

ვენესუელური ტორტი

3. დაახლოებით, 1 საათით შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში > გამომცხვარი ბისკვიტი 15 წუთით გააგრილეთ კარგაღებულ ღუმელში > ამოიღეთ ფორმიდან > გაჭერით ორ ფენად > ქვედა ფენას წაუსვით შესქელებული რძე და ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა.ვენესუელური ტორტი

4. შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ და მოათავსეთ პატარა თასში > პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ შაქრის პუდრი, მოურიეთ და ცეცხლზე დადგით > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, მაგრამ არ აადუღოთ > ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით შოკოლადს > გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 2-3 წუღი და შემდეგ ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ვენესუელური ტორტი

5. ცხელი მინანქარი გადაასხით ბისკვიტს ზემოდან და გვერდებზეც გადაუსვით > ტორტი გააფორმეთ ნიგოზით ან გახეხილი შოკოლადით > 3-4 სთ. გააჩერეთ გრილ ადგილზე.

ვენესუელური ტორტი


0
273
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0