x
image
natia.a
საბჭოთა კავშირის 6 საიდუმლო ქალაქი - ის, რასაც სკოლებში არ ასწავლიდნენ
image
ეს ქალაქები არც ერთ რუქაზე არ იყო აღნიშნული. არც საკუთარი სახელები ჰქონდათ: უმეტეს შემთხვევაში იმ რაიონული ცენტრის სახელწოდებებს იმეორებდნენ, სადაც მდებარეობდნენ, კონკრეტული ნომრის დამატებით, მაგ: არზამასი-16, პენზა-19 ან კრასნოიარსკი-26. ესენი იყო საბჭოთა ქალაქები, ე.წ. ЗАТО - დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიუი წარმონაქმნი, ან უბრალოდ დახურული ქალაქები, რომლებმაც ამგვარი სტატუსი მათში განლაგებული საიდუმლო სამხედრო-სტრატეგიული, კოსმოსური ან ენერგეტიკული დანიშნულების ობიექტების გამო მიიღო.

ზოგიერთი საიდუმლო ქალაქის მოსახლეობა სახიფათო ობიექტების ახლომდებარეობის გამო რისკჯგუფებში შედიოდა. ასე მაგალითად, 1957 წელს ჩელიაბინსკი-65-ში რადიოაქტიული ნარჩენების მნიშვნელოვანმა გაჟონვამ საფრთხე შეუქმნა 270 ათასზე მეტ ადამიანს.

თუმცა დახურულ ქალაქში ცხოვრებას თავისი უპირატესობაც ჰქონდა. როგორც წესი, ამ ადგილებში ცხოვრება გაცილებით კეთილმოწყობილი იყო, ვოდრე ქვეყნის სხვა ქალაქებში: ეს ეხებოდა როგორც მომსახურეობის სფეროს, ასევე სოციალურ და ყოფით პირობებს. ასეთი ქალაქები ძალიან კარგად იყო აღჭურვილი, იქ შეიძლებოდა დეფიციტური პროდუქტის შოვნა, დანაშაულის შემთხვევები თითქმის ნულამდე იყო დაყვანილი, ჩვეულებრივ ხელფასზე კი მოქალაქეებს მნიშვნელოვან დანამატს აძლევდნენ.


ზაგორსკი-6 და ზაგორსკი-7
image

სერგიევ პოსადი, რომელიც 1991 წლამდე ზაგორსკად იწოდებოდა, ცნობილია არა მხოლოდ უნიკალური მონასტრებითა და ტაძრებით, არამედ დახურული ქალაქებითაც. ზაგორსკი-6-ში განთავსებული იყო მიკრობიოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიური ცენტრი, ზაგორსკი-7-ში კი სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი მდებარეობდა. აქედან პირველში ხდებოდა ბაქტერიოლოგიური იარაღის შემუშავება, მეორეში - რადიოაქტიულის.

საკუთარი და მოსახლეობის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობდნენ სასიკვდილო იარაღების შექმნაზე სამხრეთამერიკული და აფრიკული ვირუსების საფუძველზე. სხვათა შორის, სწორედ აქ მიმდინარეობდა კვლევები ჰემორაგიული ცხელების ვირუს ებოლაზე.

ზაგორსკ-6-ში სამუშაოდ მოწყობა, თუნდაც რიგით საერო სპეციალობაზე, ძალიან რთული იყო - საჭირო იყო არა მხოლოდ სამუშაოს მაძიებლის, არამედ მისი წინა რამდენიმე თაობის ნათესავთა უზადოდ სუფთა ბიოგრაფია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სხვა ქვეყნების მიერ საბჭოთა კავშირის ბაქტერიოლოგიური იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა არაერთხელ მომხდარა.

ზაგორსკი-7-ის მაღაზიებში პროდუქტის ყოველთვის ფართო არჩევანი იყო და ძალიან დიდ კონტრასტს ქმნიდა მეზობელი ქალაქების მაღაზიების დაცარიელებულ თაროებთან. მეზობელი ქალაქებიდან ხალხი ზაგორკი-7-ში მოდიოდნენ პროდუქტების მოსამარაგებლად. თუ ოფიციალურად ვერ შეძლებდნენ ქალაქში შეღწევას, ღობეებზეც გადადიოდნენ.

ზაგორსკი-7-ს დახურული ქალაქის სტატუსი მოეხსნა 2001 წლის 1 იანვარს, ზაგორსკი-6 კი დღემდე დახურულია.


არზამასი-16
image

ამერიკელების მიერ ატომური იარაღის გამოყენების შემდეგ საბჭოთა კავშირშიც დაისვა ამ სახის იარაღის შექმნის საკითხი. მისი შესაქმნელად საიდუმლო ობიექტი, სახელწოდებით КБ-11 განთავსდა ქალაქ საროვას ადგილზე,
მოგვიანებით კი ამ ადგილს არმაზას-16 ეწოდა (ასევე ჰქონდა სხვა სახელწოდებები: კრემიოვი, არმაზას-75, გორკი-130).

საიდუმლო ქალაქი განსაკუთრებული მეთვაყურეობისა და დაცვის ქვეშ იყო. 1950-იანი წლების შუა ხანებამდე აქ ყველა უკიდურესად გასაიდუმლოებულ რეჟიმში ცხოვრობდა.
КБ-11-ის თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქალაქიდან გასვლის უფლება შვებულების დროსაც არ ჰქონდათ. გამონაკლისი დაიშვებოდა მხოლოდ სამსახურიდან მივლინებების დროს. მოგვიანებით, როცა ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვი გაიზარდა, მათთვის გაჩნდა სპეციალიზებული ავტობუსი, რომლითაც რაიონულ ცენტრში შეეძლოთ ჩასვლა და ნათესავების მიღება სპეციალური საშვის გამოწერის შემდეგ.

საშუალო ხელფასი, რომელსაც ყოველთვის დროზე უხდიდნენ, დაახლოებით 200
რუბლს შეადგენდა. მაღაზიების დახლებზე ყოველთვის უხვად იყო პროდუქტი: ძეხვისა და ყველის ათბით სახეობა, წითელი და შავი ხიზილალა და სხვა დელიკატესები. მეზობელი ქალაქის, გორკის მოსახლეობას ამ ყველაფერზე ოცნებაც კი არ შეეძლოთ.

დღეს ბირთვული ცენტრი, ყოფილი არმაზანი-16 ისევ დახურული ქალაქია.


სვერდლოვსკი-45
image

კიდევ ერთი გასადუმლოებული ქალაქი ააგეს №814 ქარხანასთან, სადაც ურანის გამდიდრება ხდებოდა. სვერდლოვსკის ჩრდილოეთით მდებარე მთის, შაიტანის ქვეშ, წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად შრომობდნენ გულაგის პატიმრები და, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, მოსკოველი სტუდენტებიც.

სვერდლოვსკი-45 თავიდანვე ქალაქად იყო ჩაფიქრებული და ამიტომ საკმაოდ კომპატურად აშენდა. ერთ-ერთმა იქ ჩასულმა სტუმარმა მას „პატარა
პიტერი (სანკტ-პეტერბურგი)“ უწოდა, თუმცა ბევრს ამ ქალაქის სულიერი პროვინციალობა პატრტიარქალურ მოსკოვს უფრო აგონებდა.

სვერდლოვსკი-45-ში ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობთა, თუმცა მომარაგებით
მაინც ჩამოუვარდებოდა იგივე არმაზანი-16-ს. იქ არასდეს არ იყო მანქანების საცობები
და ჰაერიც სუფთა იყო. მეზობელ ქალაქებში მცხოვრებლებს შურდათ დახურული ქალაქის მაცხოვრებლების და ხშირად მოსდოდათ მათთან ჩხუბი. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სვერდლოვსკი-45-დან გამოსულ მოქალაქეს მეზობელი ქალაქელები დახვედრიან და უცემიათ მხოლოდ შურის გამო.

საინტერესოა, რომ თუ სვერდლოვსკი-45-ის რომელიმე მაცხოვრებელი დანაშაულს ჩაიდენდა, მას ქალაქიდან აძევებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი ოჯახი რჩებოდა.

ქალაქის საიდუმლო ობიექტები ხშირად იქცევდა უცხო ქვეყნების დაზვერვის ყურადღებას. 1960 წელს ქალაქთან ახლოს ჩამოგდებული იქნა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი У-2, რომლის პილოტიც ტყვედ იქნა აყვანილი.

სვერდლოვსკი-45, ახლა უკვე უკვე ლესნოი, დღესაც დახურულია შემთხვევითი სტუმრებისთვის.



მირნი
image

მირნი, თავიდან არხანგელსკის მხარის სამხედრო ქალაქი, 1966 წელს გადაიქცა დახურულ ქალაქად იქ მდებარე საცდელი კოსმოდრომის, პლესეცკის გამო. თუმცა
მირნის დახურულობის დონე ზემოჩამოთვლილ ქალაქებთან შედარებით დაბალი იყო: ქალაქს არ ერტყა გარშემო ეკლიანი მავთულხლართები და საბუთების შემოწმებად მხოლოდ ქალაქში შევლისას ხდებოდა. ამიტომ იყო შემთხვევები, როცა საიდუმლო ობიექტებთან ახლომახლოს აღმოჩნდებოდა ხოლმე ტყეში გზააბნეული სოკოს მკრეფავი ან ვინმე ქალაქში შეღწევას შეეცდებოდა დეფიციტური პროდუქტების საყიდლად. თუ ამგვარ ადამიანებს რაიმე სხვა, საშიში განზრახვა არ ამოძრავებდათ, მათ მალევე უშვებდნენ.

დახურული ქალაქის სტატუსს მირნი დღესაც ინარჩუნებს.


ბალაკლავა



image

"ცივი ომის" პერიოდში სსრკ-ში გაჩნდა კიდევ ერთი დახურული ქალაქი - ყირიმის ბალაკლავა. აქ მდებარეობდა უნიკალური ობიექტი - ხელოვნურ მღვიმეში აშენებული საიდუმლო მიწისქვეშა ქარხანა, რომელშიც წყალქვეშა გემების რემონდი ხდებოდა. ეს იყო საბჭოთა კავშირში ერთადერთი, უზარმაზარი სარემონტო-ტექნიკური ბაზა, სადაც სამეწარმეო ცეხების გარდა იყო საქვაბე, ელექტროსადგური, საბრძოლო მასალის საწყობი, ყაზარმები და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა.


ამ ქალაქის შესახებ დიდი ხნის მანძილზე არავინ იცოდა: ბალაკლავა, რომელიც სსრკ-ს სამხედრო ობიექტად ითვლებოდა, არც ერთ რუქაზე არ იყო დატანილი, ქალაქში შესვლა კი აკრძალული იყო. თუმცა ეს იყო ყირიმის ულამაზესი ქალაქი, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნა სსრკ-ს დაშლის შემდეგ. გემების სარემონტო სამხედრო ბაზის დემონტაჟი მოხდა და დღეს მის ადგილზე მუზეუმი ფუქციონირებს.

1
6429
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6429
  
2015, 11 დეკემბერი, 8:40
ძალიან საინტერესო სტატიაა.....
0 1 1