ნამცხვრები ვენის ტორტი ჯემით 2015, 10 დეკემბერი, 14:32 მასალა ცომისთვის: კარაქი - 250 გრ. ნიგოზი - 250 გრ. შაქარი -150 გრ. კვერცხი - 5 ცალი შაქრის პუდრი - 50 გრ. ფქვილი - 50 გრ. გამაფხვიერებელი - 5 გრ. მარილი - 2 მწიკვი გულსართი: ფორთოხლის (გარგრის, ალუბლის) ჯემი - 100 მლ. შოკოლადის მინანქარი: ნაღები (33-35%) - 110 მლ. შაქრის პუდრი - 2 ს. კ. შავი შოკოლადი (70% კაკაო) - 100 გრ. კარაქი - 35 გრ. საცხობი ფორმა – 22 სმ მომზადება: 1. დააბლენდერეთ ან მანქანაში გაატარეთ ნიგოზი > გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა > ცილა შედგით მაცივარში 10-15 წთ. 2. ერთმანეთს შეურიეთ შაქრის პუდრი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და 1 მწიკვი მარილი. 3. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად > სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გული, ისე რომ, თქვეფა არ შეწყვიტოთ > დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და ათქვიფეთ მასა დაბალ სიჩქარეზე. 5. ფრთხილად შეურიეთ ცილა დანარჩენ მასას. ეს უნდა გააკეთოთ ხის ან პლასტიკატის კოვზით. ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად. 6. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი > მოათავსეთ შიგნით ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით. 7. ბისკვიტი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე > გაჭერით ორ ფენად > ქვედა ფენას წაუსვით ჯემი და ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა. 9. მინანქარი რომ შეგრილდება, გადაუსვით გამზადებულ ბისკვიტს.
359 7-ს მოსწონს
|