სასმელები rum - რომი 2012, 27 მაისი, 23:14 რომი ეს ძლიერი სპირტიანი სასმელია, რომელიც შაქრის ლერწმის საკმაოდ რთული გზით გადამუშავების შედეგად მიიღება. უფერული სითხე, როგორც წესი, მუხის კასრებში ძველდება. არსებობს რომის რამდენიმე სახეობა. ღია ფერის რომს უფრო ხშირად კოქტეილებში იყენებენ, მაშინ, როცა ოქროსფერი და მუქი რომი გამოიყენება როგორც კოქტეილებში, ასევე კულინარიაში. პრემიუმ კლასის რომს anejo (დაძველებული) სუფთა სახით ან ყინულით მიირთმევენ. სიტყვა რომის (ინგ. rum) წარმომავლობა უცნობია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ის სიტყვისგან rumbullion მომდინარეობს, რაც "დიდ ხმაურს" ნიშნავს. სხვა ვარიანტებს შორისაა ლათინური სიტყვის «saccharum» (შაქარი) შემცირებული ვერსია და ფრანგული «arôme» (არომატი).ასეა თუ ისე, სიტყვა რომი 1657 წლიდან ლექსიკაში დამკვიდრდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მასაჩუსეტის გენერალურმა საბჭომ აკრძალა ძლიერი სპირტიანი სასმელის გაყიდვა, რომელიც რომის სახელწოდებით იყო ცნობილი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში წარმოებული რომი სიმძიმითა და მუქი ფერით გამოირჩეოდა და ის ღარიბი, მუშა ადამიანებისთვის იყო გათვალისწინებული. 134 1-ს მოსწონს
|