სხვა მამაკაცს ელექტრონული სიგარეტი აუფეთქდა,რამაც კინაღამ მისი პარალიზება გამოიწვია 2015, 30 ნოემბერი, 11:50 29 წლის კორდერო კაპლესმა, რომელიც კოლორადო-სპრინგსში (აშშ)ცხოვრობს, მიიღო სერიოზული ტრავმები ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად.
კვირის ბოლო სამუშაო დღეს, პარასკევს კაპლესი სამსახურში იმყოფებოდა და მოსაწევად გავიდა, ორიოდე ნაფაზის დარტყმის შემდეგ მამაკაცს მოულოდნელად ელექტრონული სიგარეტი აუფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კაპლესი დაეცა, ჩამოცვივდა კბილები, დაეწვა სახე და დაუზიანდა ხერხემალი. კაპლესი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.კვირას ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს.ახლა მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. მისმა დამ GoFundMe-ზე გახსნა გვერდი სადაც მკურნალობისთვის საჭირო თანხას აგროვებს. ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა მაშინ აფეთქდეს, როდესაც ბატარეა სიმძლავრე უფრო დიდია, ვიდრე გამაცხელებელი მილი. ელექტრონული სიგარეტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომლის ნაწილებიც ხშირად იძულებული ხართ ცალ-ცალკე შეიძინოთ.თუ მას სწორედ არ ააწყობთ შესაძლებელია მძიმე ტრავმა მიიღოთ. 305 4-ს მოსწონს
|