x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ანჟელიკას წყევლა

ლეგენდარული ანჟელიკას ბედი

ფილმი, ანჟელიკას საოცარი თავგადასავლების შესახებ, ეკრანებზე 1964 წელს გამოვიდა და მას აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. ათასობით მაყურებელი, მთელს მსოფლიოში, სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს მარკიზას ცხოვრებისეულ გამოწვევებს და თავგადასავლებს. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ფრანგი მსახიობი მიშელ მერსიე მომენტალურად გახდა ცნობილი და ჭორებმაც არ დააყოვნეს. მაგრამ, სინამდვილეში რა მოხდა მის ცხოვრებაში და რა გავლენა იქონია მსახიობის ბედზე ანჟელიკამ?

ლეგენდარული ანჟელიკას ბედიჟოსელინ მერსიე ბავშვობაში ბალეტზე დადიოდა, მოცეკვავეს კარიერაზე ოცნებობდა და ფილმში გადაღებაზე არც კი ფიქრობდა. ის პატარობიდან ძალიან ძლიერი და მიზანდასახული ბუნების ადამიანი იყო. მას ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა დიდებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულით არ დაცემულა და უკან არ დაუხევია. 11 წლის იყო, როდესაც სცენაზე გავიდა ფეხსაცმლით, რომელშიც არაკეთილმოსურნეებმა პატარა ლურსმნები ჩაუყარეს. მან ცეკვა ბოლომდე შეასრულა, მიუხედავად იმისა რომ ფეხები საშინლად სტკიოდა. ამის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ყოველთვის გაუმკლავდებოდა ყველანაირ სირთულეს.

ლეგენდარული ანჟელიკას ბედი1957 წელს ის ოპერის თეატრის მოცეკვავე გახდა. მალე ის შეამჩნიეს და კინოში გადაღებაზე მიიწვიეს. მან ნაკლებად მჟღერადი სახელი ჟოსელინი, მიშელით შეცვალა და უკვე მიშელ მერსიეს სახელით გააგრძელა კარიერა. ვიდრე ანჟელიკას როლს მიიღებდა, უკვე 22 ფილმში ჰქონდა ეპიზოდური და მთავარი როლი შესრულებული და საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო. ანჟელიკას როლი მსახიობისთვის, ერთდროულად ჯილდოც იყო და დიდი სასჯელიც: ფილმმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, მაგრამ ამავდროულად ის ერთი როლის მსახიობად აქცია. თავისი კარიერის მანძილზე მიშელ მერსიემ 50-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მაგრამ ის მხოლოდ ამ როლით ახსოვთ.
ლეგენდარული ანჟელიკას ბედიანჟელიკას როლმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მსახიობის პირად ცხოვრებაზეც. ეკრანზე მარკიზა ჟოფრეისთან შეხვედრას ცდილობდა, ხოლო ცხოვრებაში 4-ჯერ გათხოვდა (ორჯერ ოფიციალურად), მაგრამ ბოლომდე ბედნიერი, არც ერთ ქორწინებაში არ ყოფილა.

პირველმა ქმარმა მისი კინოგმირი შეიყვარა და ვერაფრით გააცნობიერა, რომ ანჟელიკა და მიშელი სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ. ის მეუღლისგან სახლშიც ანჟელიკას როლის თამაშს ითხოვდა. მათი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა - ქმარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მიშელის მეორე ქმარი მხატვარი იყო. მათი ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ შემოქმედი ქმარი ცოლს გაექცა და თან მისი ფულიც გაიყოლა.
ლეგენდარული ანჟელიკას ბედითითქოს ბედმა პირი იბრუნა მიშელისკე, როდესაც ის ბიზნესმენ ადრიანს შეხვდა. მისადმი მსახიობს თბილი და ნათელი გრძნობები ჰქონდა. ის ზრუნავდა მის ვაჟებზე და ყოველთვის დაყვებოდა მრავალრიცხოვან ვიზიტებზე. მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა – ადრეანი სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო მისმა ნათესავებმა მიშელს ბავშვებთან ურთიერთობა აუკრძალეს, რადგან ეშინოდათ, მსახიობს მემკვიდრეობაზე პრეტენზია არ გამოეთქვა.

მიშელის უკანასკნელი სიყვარული იტალიელი პრინცი იყო, რომელმაც უცნობი მიზეზის გამო, გაწყვიტა მსახიობთან ურთიერთობა, როგორც კი ის მასთან გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ, მიშელ მერსიემ უარი თქვა სერიოზული ურთიერთობზე.
ლეგენდარული ანჟელიკას ბედიგავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ლეგენდარულ ფილმში მონაწილეობისთვის, მიშელ მერსიე მილიონებს იღებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ როლს მისთვის სიმდიდრე და ფინანსური სტაბილურობა არ მოუტანია. როგორც თავად მსახიობმა თქვა, ანჟელიკას როლისთვის განსაკუთრებულად დიდი ჰონორარები არ მიუღა და რაც აიღო, საკუთარ საპროდიუსერო კომპანიაში დააბანდა, მაგრამ ყველა პროექტი ჩავარდა და ცნობილი მსახიობი გაკოტრდა.

ლეგენდარული ანჟელიკას ბედი

2
2235
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2235
  
2015, 2 დეკემბერი, 14:41
დიდი მადლობა :)
2015, 2 დეკემბერი, 13:34
სტატია როგორც ყოველთვის ძალიან ძალიან სიანტერესოა :)
0 1 2