x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 ბრძნული იგავი ყველაზე მთავარზე

ობოლი ბიჭი და სასტიკი ნათესავი
3  ბრძნული იგავი ყველაზე მთავარზე

პატარა ბიჭი ადრე დაობლდა. მასზე მზრუნველობა შორეულმა ნათესავმა აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ ის სასტიკი ადამიანი იყო და მას ხშირად სცემდა, საჭმლის ნარჩენებს აჭმევდა, დიდი ხნის მანძილზე ამწყვდევდა ცხოველების ბნელ სადგომში და არ აძლევდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობის და თამაშის უფლებას. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, რომელიც ისევ ცემით დასრულდა, ბავშვი სახლიდან გაიქცა.

ბევრი იარა, მათხოვრობდა, ქურდობდა, სადაც მოუხდებოდა იქ იძინებდა და ერთხელ, სკოლის კიბეებზე ჩაეძინა. სკოლა საქვეყნოდ ცნობილი მასწავლებლის საკუთრება აღმოჩნდა. მასში საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდნენ, ხოლო თავად მასწავლებლის პროფესიონალიზმზე ლეგენდებს თხზავდნენ. სწორედ ამ მასწავლებელმა შეიფარა პატარა მაწანწალა. პატარა ბიჭი, მადლიერების ნიშნად, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა და სკოლაში და სახლში ყველანაირ სამუშაოს ასრულებდა. მოხუცმა მასწავლებელმა რომ შეამჩნია, როგორი გულმოდგინე და მშრომელი იყო, გადაწყვიტა მისთვის, რაც იცოდა, ყველაფერი ესწავლებინა.
გავიდა წლები… პატარა ბიჭუნა გაიზარდა, შესანიშნავი მოფარიკავე გახდა და უკვე მის ოსტატობაზე ალაპარაკდა ხალხი... მოხუცი მასწავლებელი გარდაიცვალა და სკოლა ობოლს დაუტოვა მემკვიდრეობაში.

ერთხელ, ისე მოხდა რომ, ოსტატი, უკვე თავის მოსწავლეებთან ერთად, იმ რეგიონში იყო გავლით, სადაც მისი ნათესავი ცხოვრობდა. ერთ სახლთან რომ ჩაიარა, ეზოში დაუძლურებული მოხუცი დაინახა.
— ეს ბიძაჩემია, რომელსაც გავექეცი, — უთხრა მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს.
მათ კი ხმლები იშიშვლეს, შურის ძიების მიზნით. მაგრამ, ოსტატმა ისინი შეაჩერა.
— არა! – თქვა მან. — მას უნდა ვუმადლოდე, თუკი რამე ვიცი და რამე გამაჩნია ამ ქვეყანაზე. ის რომ არა, ვინ ვიქნებოდი ახლა?! მისი წყალობით დავადექი ამ გზას და გავხდი ის, ვინც ვარ.

image

რჩევა მეფეს

3  ბრძნული იგავი ყველაზე მთავარზეუხსოვარ დროში, ერთხელ, ერთი ქვეყნის მეფე ძალიან გაბრაზდა, რომ მყარი მიწა ფეხებს უზიანებდა და ბრძანა, რომ მთელი სამეფოს მიწა ხარის ტყავით დაეფარათ, ისევე როგორც სასახლეში იყო. მეფის მასხარამ სიცილი დაიწყო, როდესაც მეფემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უამბო.

— თქვენო უდიდესობავ, ამხელა ხარჯი რისთვის უნდა გაიღოთ? საჭიროა მხოლოდ ორი პატარა ტყავი გამოჭრათ, თქვენი ფეხების დასაცავად!

მეფემ გაითვალისწინა მისი რჩევა. ასე გაჩნდა ფეხსაცმლის კერვის იდეა.

*** თუ ყველა საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე და გალამაზებაზე იზრუნებს, მთელი ქვეყანა გალამაზდება.

imageრა არის ცხოვრების აზრი?

3  ბრძნული იგავი ყველაზე მთავარზეერთხელ მოსწავლემ ჰკითხა მასწავლებელს: «მასწავლებელო, რა არის ცხოვრების აზრი?»

– ვისი? – ჰკითხა მასწავლებელმა.

მოსწავლე ცოტა დაფიქრდა და უპასუხა:

– საერთოდ, ადამიანის ცხოვრების.

მასწავლებელმა ღრმად ამოისუნთქა, ხოლო შემდეგ უთხრა მოსწავლეებს:

– შეეცადეთ კითხვას უპასუხოთ…

ერთმა მოსწავლემ თქვა:

– იქნებ, სიყვარული?

– ცუდი არ არის, – თქვა მასწავლებელმა, – მაგრამ, ნუთუ სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლოს თქვა: «ტყუილად არ მიცხოვრია»?

მაშინ მეორე მოსწავლემ თქვა:

– ჩემი აზრით, ცხოვრების აზრი ის არის, რომ შენს შემდეგ, რამე დატოვო, საუკუნის მანძილზე. როგორც, მაგალითად, თქვენ, მასწავლებელო!

–აი, ეს მესმის, – გაეღმა მასწავლებელს, – კარგად რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მეპირფერები… შენ გინდა თქვა, რომ ადამიანების უმრავლესობა ტყუილად ცხოვრობს?

მესამე მოსწავლემ კი თავისი ვარაუდი გამოთქვა:

– იქნებ, საჭირო არ არის, მაგ აზრის მოძებნა?

– აბა, აბა, – დაინტერესდა მასწავლებელი, – აგვიხსენი, რატომ ფიქრობ ასე!

– მე მგონია, – თქვა მოსწავლემ, – რომ თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნას გავაგრძელებთ, ჯერ ერთი, ზუსტ პასუხს მაინც ვერ მივაგნებთ, ყოველთვის ეჭვი გვექნება, და მეორეც, როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც არ დაეთანხმება… და ასე გავა მთელი ცხოვრება, ცხოვრების აზრის ძებნაში…

– ესე, იგი, რა, – გაიღიმა მასწავლებელმა, – ცხოვრების აზრი ის არის, რომ?…

– იცხოვრო? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მოსწავლემ.

– ვფიქრობ, ეს – პასუხია! – თქვა მასწავლებელმა და გაკვეთილი დაასრულა.


2
793
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
793
  
2015, 27 ნოემბერი, 0:01
მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს :)
2015, 26 ნოემბერი, 23:44
საინტერესო და სასარგებლო იგავებია როგორც ყოველთვის
0 1 2