საზოგადოება "გეყოთ რა ჟურნალისტების ლანძღვა-გინება, მართლა ნუ გად....ით თავზე" , ანუ ვის კოცნიდა ტუჩებში ია სუხიტაშვილი 2015, 21 ნოემბერი, 9:51 ცოტაოდენი ხნის წინ სოციალურ ქსელში სკანდალური ფოტო გავრცელდა, რომელზეც მსახიობები ია სუხიტაშვილი და მანანა აბრამიშვილი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. ფოტოსურათი მანანა აბრამიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დადო, საიდანაც შემდეგ რამოდენიმე საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე მოხვდა. მის გამოქვეყნებას მითქმა-მოთქმა და სხვადასხვა ჭორი მოჰყვა.
ჟურნალისტი მარიკა ხიდურელი ფოტოს ისტორიით დაინტერესდა, რისთვისაც ია სუხიტაშვილს დაურეკა და კომენტარი სთხოვა ამ თემაზე. გაღიზიანებულმა მსახიობმა ხიდურელი გვარიანად გამოლანძღა და მიახალა, რომ ასეთ თემებზე უმჯობესია ანრი ჯოხაძეს, კესარიას და სხვა ყ..- ქალებს დაურეკოს. გაწიწმატებულმა მარიკა ხიდურელმა სოციალურ ქსელში შემდეგი ხასიათის კომენტარი გამოაქვეყნა: "გეყოთ რა ჟურნალისტების ლანძღვა-გინება, მართლა ნუ გადა...ით თავზე, ყველაფერს აქვს საზღვარი. საკუთარ თავს კარგად დააკვირდით მაშინ მაინც, როცა სარკეში იხედებით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დღეს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც მსახიობი ია სუხიტაშვილი და მისი მეგობარი, ასევე მსახიობი, მანანა აბრამიშვილი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. გადავწყვიტე იასთვის დამერეკა და მხოლოდ კომენტარის ჩაწერის შემდეგ გამომექვეყნებინა ეს ფოტო. პასუხად „წარმოუდგენელი“ ლანძღვა-გინება მივიღე, რომელიც ყველა ჟურნალისტის მიმართ იყო გაჟღერებული. სიმართლე გითხრათ, გაოგნებული დავრჩი, რადგან ამ ფაქტის წინაშე პირველად აღმოვჩნდი. მოკლედ, ისე რომ ბევრი არც მიფიქრია, გადავწყვიტე კურიერის როლი შევასრულო და ყველა ჩემს კოლეგას, მსახიობ ია სუხიტაშვილის დანაბარები გადმოგცეთ. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ იას მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს მქონია და მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობ, არასდროს ვინანებ ჩვენი დიალოგის გამოქვეყნებას, რადგან ის, რაც იასგან მოვისმინე არც ჩემს ჟურნალისტურ და არც ადამიანურ „გაგებაში“ არ ჯდება. ია სუხიტაშვილი: - მე და ჩემმა ბავშვობის დაქალმა დაბადების დღეზე ვიმაიმუნეთ, ხომ არ აკლია ამ ხალხს. რა მიკვირს იცი? ორ პროექტზე ვმუშაობ, პრემიერა მაქვს ცოტა ხანში. ხომ შეიძლება ვინმემ ამაზე დამირეკოს? მაინტერესებს ჟურნალისტების დიაპაზონი სადამდე მიდის. პროვოკაცია უნდა გაგიკეთოთ ყოველ წუთს ტიპმა, რომ საბოლოოდ გაიშიფროთ რა საზოგადოება ხართ ეს ჟურნალისტები ზოგადად, მართლა. შენ პირადად ნუ მიიღებ შენს თავზე თუ გინდა, მაგრამ მაგარი სირები ხართ უნამუსო ვიყო. თქვენი დედას შე...ი მე ვაფშე ყველას. - ია, რატომ მაგინებ და რატომ მლანძღავ, იმიტომ, რომ დაგირეკე და პირდაპირ არ დავდე ფოტო? - არ გიკოცნია შემთხვევით მეგობრისთვის? არ გიმაიმუნია? თქვენ ხომ არ ღადაობთ პროსტა ნუ? - მაგიტომაც დაგირეკე, რომ კომენტარი გამიკეთო. - რაზე გაგიკეთ კომენტარი, ხომ არ ატრაკებთ... რაზე გაგიკეთო კომენტარი, იმაზე რომ გავერთე და დაქალთან ერთად რაღაცა ვიმაიმუნე? რომ მოვფსამ, მაგაზეც გავაკეთო კომენტარი? აღარ გამიბედოთ ასეთ თემებზე დარეკვა. ეგეთ თემებზე დაურეკეთ ანრი ჯოხაძეს, პედოფილებს და გამო.......ებს კიდე, კესარიებს და ვიღაც ყ.. ქალებს... (და ტელეფონიც გათიშა). ისე, ცნობისთვის, არც ერთ ჩემს (გოგო) მეგობართან ტუჩებში კოცნით არ გავრთობილვარ და არ მიმაიმუნია და თუ არ გინდა, რომ სკანდალი გამოიწვიო და ჟურნალისტებს საბაბი მისცე წერის, მაშინ მსგავს ფოტოს ან სულ ნუ ატვირთავ, ან მხოლოდ მეგობრებისთვის დახურე. ეს ფოტოები კი მანანა აბრამიშვილის ფეისბუკის გვერდზე ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. პირადად მე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ბევრჯერ დამითმია, რაც მიმაჩნია რომ ხშირ შემთხვევაში არასწორია. მართალია, ადამიანი როგორც მოგექცევა, ზუსტად ისე უნდა მოექცე. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა ამ ყველაფრით. P.S. ძალიან დასტოინი კომენტარი გამიკეთა კესარიამ ამ ამბავზე, რომ არ დავწერო არ შემიძლია: „მე იმდენად მადის აღმძვრელი ქალი ვარ, შეიძლება იამ ტრაკზე ან მკერდზე მიკბინოს, მაგრამ მე მას ფიზიკურად ვერ ვუკბენ, რადგან იას არც ტრაკი აქვს და არც მკერდი, “ -ასრულებს თავის კომენტარს მარიკა ხიდურელი. საინტერესოა მანანა აბრამიშვილის რეაქცია ჟურნალისტის ამ კომენტარზე. მსახიობმა კომენტარის პასუხად ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაშარჟებული ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "ეს თქვენ, ვითომ ჟურნალისტებო...არ იცოდით, ქორწილიც რომ გვქონდა?" 685 9-ს მოსწონს
|