7 წლის დიზელი - პოლიციელი ძაღლი, საფრანგეთში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ფოტო dailymail-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პოლიცია, პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში - სენ დენიში სპეცოპერაციას ატარებს, რეიდის დროს ორმხრივი სროლა გაიმართა რასაც მსხვერპლიც მოყვა ორივე მხრიდან .
პარიზში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად სამი პირია მოკლული, სამივე მოკლული ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი.