კონფლიქტები თურქი სამხედროები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 14 წლის ქურთ მოზარდს 2015, 17 სექტემბერი, 12:42 თურქი სამხედროები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 14 წლის ქურთ მოზარდს, რომელიც ჯიზრის დასახლებულ პუნქტში დააკავეს. 4 სექტემბერს ჯიზრში ხუთასამდე სპეცნაზის თანამშრომელი მუშაობდა წმენდაზე, რომლებიც ქალაქში ქურთების ამბოხების დასაცხრობად შეიყვანეს. მორიგი სპეცოპერაციის დროს თურქულმა სპეცნაზმა 14 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც როგორც თვითმხილველების გადაღებულ ფოტოზე ჩანს, წინააღმდეგობას არ უწევდა მათ. მოგვიანებით მისი სხეული მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით და დასერილი ყურებით ქალაქის გასასვლელში იპოვნეს. 152 3-ს მოსწონს
|