x
image
მანჩო 777
ჟანა ფრისკეს მამა სიძეს ჰომოსექსუალიზმში ადანაშაულებს
ცოტაოდენი ხნის წინ თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილი 39 წლის რუსი მომღერლის ჟანა ფრისკეს მამა თვლის, რომ მისი სიძე - ჟანას მეუღლე დიმიტრი შეპელევი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელია.

ვლადიმერ ფრისკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს შვილიშვილი მამამისს წაართვას, რადგან მისი აზრით, თავისუფლადაა შესაძლებელი ბავშვი ჰომოსექსუალისტად გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს.


image


"-შეპელევი სახლში ქალის ლოსინებს და ტრუსებს იცვამდა, ქალივით იკეთებდა მაკიაჟს, ისე იქცეოდა, როგორც ქათამი. ჟანას არ ენდომებოდა, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალისტი გამოსულიყო. მე მას ბავშვს აუცილებლად წავართმევ, ამისათვის ბრძოლაც რომ დამჭირდეს", - განაცხადა აღშფოთებულმა ბაბუამ.



image


ვლადიმერ ფრისკემ განაცხადა აგრეთვე, რომ მას აშინებს ის აზრი, რომ ზემოთჩამოთვლილ ჩვევებს მამა პატარა პლატონის თანდასწრებით გააკეთებს ხოლმე. ბაბუის აზრით, ეს ცუდად იმოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე და თუ ის ზრდასრულ ასაკამდე მამის გვერდით იქნება, თავისუფლად შეიძლება ჩამოყალიბდეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანად.


image


ამასთანავე ვლადიმერ ფრისკე გამოთქვამს ეჭვს, ნამდვილად არის თუ არა დიმიტრი შეპელევი ბავშვის მამა და დნმ-ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რათა გაირკვეს, თუ ვინ არის სინამდვილეში პატარა პლატონის მამა.


image

0
435
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0