x
image
მანჩო 777
"სამარცხვინოა, როცა საზოგადოება მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გამტაცებლებს გმირებს უწოდებს" - ბაკურ სვანიძე
ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე ეგრეთ წოდებულ "თვითმფრინავის საქმეს" იხსენებს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინააარსის სტატუსს აქვეყნებს:


image


"ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ა!
როდესაც ს ა ზ ო გ ა დ ო ბ ა გაცხარებული კ ა მ ა თ ო ბ ს
თემაზე - ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო მგზავრებით სავსე
თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ი ს გატაცება არის თუ არა
ტ ე რ ო რ ი ს ტ უ ლ ი აქტი!
ს ი დ ე ბ ი ლ ე ა, როცა ამ ტ ე რ ა ქ ტ ს საზოგადოების
გარკვეული ნაწილი "რ ო მ ა ნ ტ ი კ ა დ" ასაღებს!
ნ ა ძ ი რ ლ ო ბ ა ა, როდესაც ტ ე რ ო რ ი ს ტ ე ბ ს
უწოდებენ "გ მ ი რ ე ბ ს"!
ხ ა ზ ს ვ უ ს ვ ა მ - არ ვმსჯელობ თემებზე:


1. მ ღ ვ დ ე ლ ი იყო თუ არა დამნაშავე;
2. უნდა მიესაჯათ თუ არა დ ა ხ ვ რ ე ტ ა ;
3. მოკლეს თუ არა ს ტ ი უ ა რ დ ე ს ა ტერორისტებმა,
თუ მას მოხვდა გარედან "ს პ ე ც ნ ა ზ ი ს" ტყვია;
4. დ ა მ ა მ ც ი რ ე ბ ლ ა დ ექცეოდნენ თუ არა
ისინი მ გ ზ ა ვ რ ე ბ ს...
და ა.შ.



მე ვამბობ მხოლოდ იმ ა ქ ს ი ო მ ა ს, რომ
ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო თვითმფრინავის გატაცება,
აუცილებლად არის ტ ე რ ო რ ი ს ტ უ ლ ი აქტი!!!!
მიუხედავად იმისა, რას ა პ რ ო ტ ე ს ტ ე ბ -
ს ა ბ ჭ ო თ ა რ ე ჟ ი მ ს თუ მ ე ფ ი ს რუსეთს!
რ ე ს პ უ ბ ლ ი კ უ რ საფრანგეთს თუ ფ ა შ ი ს ტ უ რ გერმანიას!
ო ქ რ ო ს უ რ დ ო ს თუ ს ა ს ა ნ ი ა ნ თ ა ირანს!
ქ ს ე რ ქ ს ე ს ტირანიას თუ ა თ ე ნ ი ს დემოკრატიას!
არც ერთ შემთხვევაში არ გაქვს უ ფ ლ ე ბ ა
საფრთხე შეუქმნა მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ მოსახლეობას!
უ ი ა რ ა ღ ო ადამიანებისთვის ს ი ც ო ც ხ ლ ი ს
საფრთხის შექმნა არის ტ ე რ ო რ ი ზ მ ი!!!!
დანარჩენს რაც შეეხება -
ს ა ბ ჭ ო თ ა კავშირი - ეს იყო ქვეყანა, სადაც
დ ა ხ ვ რ ე ტ ი ს განაჩენი გამოჰქონდათ
ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი ტიპის დანაშაულისთვისაც კი!!!!
შეიძლებოდა წისქვილკომბინატის დირექტორი დაეხვრიტათ -
ბულკში 200 გრამის ნაცვლად 180 გრამი
ქ ი შ მ ი შ ი რატომ ჩადეო?!
ასე რომ - განაჩენებზე, სამართლიანობაზე, მღვდელზე და
ასე შემდეგ, სხვაგან იმსჯელეთ!
ოღონდ იმ ა პ რ ი ო რ ი თ, რომ ეს იყო ტ ე რ ა ქ ტ ი!!!!
მე მხოლოდ ვამბობ -
ვინც არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს იყო ტ ე რ ა ქ ტ ი
და რაღაც დებილურ "რ ო მ ა ნ ტ ი კ უ ლ"
საბურველში ხვევს ამ ტ ე რ ო რ ი ს ტ ე ბ ს -
მე ასეთ ადამიანებთან არანაირი სახის კონტაქტი არ მსურს!!!!
გთხოვთ დ ა მ ბ ლ ო კ ო თ სასწრაფოდ!
ან შემატყობინოთ, რომ თქვენთვის ეს
აშკარა ტერაქტი არ იყო ტერაქტი
და უდიდესი ს ი ა მ ო ვ ნ ე ბ ი თ დაგბლოკავთ!
გ მ ა დ ლ ო ბ თ!"



როგორც ჩანს, სვანიძის გაღიზიანება ამ ფოტოსურათმა და მასზე დაწერილმა კომენტარებმა გამოიწვია, რომლებშიც მომხმარებლები თვითმფრინავის გამტაცებლებს გმირებად მოიხსენიებენ და მათ "ლეგენდარულ ახალგაზრდებს" უწოდებენ.


image

15
1220
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1220
  
2015, 20 ნოემბერი, 12:10
სამარც[ვინოა რა ტკმა უნდა ტერორიზმს გამართლება არ აკვს
2015, 20 ნოემბერი, 8:47
სულ ვეკითხები ჩემს თავს-რატომ არ მოიქცნენ ეგრე? როგორც ჩანს, ხმაურით უნდოდათ გაქცევა და პროტესტის ეს ფორმა აირჩიეს საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მაგრამ ნუთუ ეგონათ, რომ უსისხლოდ მოხდებოდა ეს ყველაფერი და წინააღმდეგობას არავინ გაუწევდათ?-არ მესმის ეს ყველაფერი...
2015, 20 ნოემბერი, 8:21
ამ თემაზე ხშირად გამიგია საუბარი და დროა წერტილი დაესვას და საკამათოც არაფერია..მანჩო ნაწილობრივ კი არ უნდა დაეთანხმო სვანიძის პოსტს,ან "სიმართლის ნატამალია"....არამედ სრულად.. ტ ე რ ო რ ი ზ მს გამართლება არ აქვს რა მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს...ამათ სავსებით მშვიდად(მით უმეტეს მაგათ ნამდვილად ჰქონდათ მაგის შესაძლებლობა საბჭოთა ელიტარულ წრეებს ეკუთვნოდნენ) დარჩენილყვნენ საზღვარგარეთ..როგორც ვთქვათ ბევრმა მოცეკვავემ,მუსიკოსმა -მაგალითად ლექსო თორაძე,ან ვალერი ლომსაძემ გააკეთა
2015, 19 ნოემბერი, 22:21
levan 1313 რუსული მენტალობა რას ნიშნავს ვე გავიგე. მე არაფერი არ მითქვამს სასჯელის შესაბამისობაზე. მე ვთქვი, რომ შეიარაღებული ადამიანების მიერ თვითმფრინავის გატაცება (არა აქვს მნიშვნელობა დემოკრატიული აშშ-ს თუ ბნელი საბჭოეთის მოქალაქეებით იქნება სავსე) საერთაშორისო და ადამიანური ნორმებით არის ტერორისტული აქტი. ნიჭიერება ინდულგენცია არ არის. პროტესტის გამოხატვა და გმირობა თუ უნდოდათ, სხვა გზები უნდა გამოენახათ. და ვინც გამოხატავდა, ფსიქიატრიულებში და ციხეებში ხვდებოდა. ძალადობას გმირობასთან საერთო არაფერი არა აქვს. ვიმეორებ, სასჯელი იყო არაადამიანური. ეს სხვა საკითხია. ნუ ვაქცევთ ძალად გმირებად მათ, ვინც ამას არ იმსახურებს.
2015, 19 ნოემბერი, 18:40
მე ერთი რამე მიკვირს; მათი მენტალიტეტის და მდგომარეობის პატრონებს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლოთ სავსებით მშვიდობიანად, უსუსხლოდ გაეღწიათ საზღვარგარეთ და თავიდან აეცილებინათ ეს ტრაგედია..რატომ არ გააკეთეს ეს-არ მესმის :(
2015, 19 ნოემბერი, 18:05
ნიჭიერი მსახიობი არ უნდა გვიყვარდეს თუ მაინცდამაინც ალ პაჩინო უნდა იყოს მისი ყველა საქციელი რო გავაფეტიშოთ? კარგი ტიპები იყვნენ, დანაშაულიც ჩაიდინეს, მაგრამ დასახვრეტები იყვნენო ამას როგორ ამბობთ?!!?!?
2015, 19 ნოემბერი, 18:03
რა "პრადვინუტი" გვიყვარს, რეებს ამბობ, ან გვარი და ჩინი რა შუაშია, რატო ხატავ რუსული მენტალობით ამ ადამიანების სახეს?! დამნაშავე დასახვრეტს საერთოდ არ ნიშნავს გაიგე, ძაან უაზრო კომენტარი გამოგივიდა
2015, 19 ნოემბერი, 14:13
ავადმყოფი ხელმოცარული იდიოტი
2015, 19 ნოემბერი, 14:07
აბსოლუტური სიმართლეა. ეს ადამიანები უდავოდ გამორჩეულები და ნიჭიერები იყვნენ. მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მათ საქციელს. პირიქით, რაც უფრო მაღალია ადამიანის ინტელექტის დონე და შეგნება, მოთხოვნებიც მეტია ასეთი ადამიანების მიმართ. ასეთებს უფრო მაღალი სამოქალაქო შეგნება უნდა ჰქონდეთ. ამ ბიჭების საქციელი აპრიორი ტერორისტული აქტი იყო. მაგრამ ქართველებს ასეთი ბუნება გვაქვს, გვიყვარს "პრადვინუტები" და "პრივილეგირებულები". ეს ადამიანები უჩინო და უგვაროები რომ ყოფილიყვნენ, საზოგადოება ადვილად შეეგუებოდა მათ დამნაშავეობას. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქალბატონი ნათელა არა გმირის, არამედ დამნაშავის დედაა, რეალობა ასეთია.
2015, 19 ნოემბერი, 12:47
და თან ყველანი გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები იყვნენ, პოპულარულები
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10