x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პარიზის ტრაგედია-შესაძლოა რომ "არასწორად" ვიგლოვოთ?
image"ფეისბუქმა" შესთავაზა მომხმარებლებს ავატარი საფრანგეთის დროში ფერებად გადაღებონ, პარიზის ტრაგედიიდ სოლიდარობის ნიშნად.


პარიზის ტერაქტების შედეგად, სადაც 120 ადამიანი დაიღუპა სოციალურ ქსელებში უპრეცენდენტო გამოხმაურება მოჰყვა.


მომხმარებლები პოსტავდნენ ჰეშტეგებს:"JeSuisParis", "PrayForParis", "Париж Мы с Тобой" და ა.შ.


გლოვის თავისებური სიმბოლო გახდა ეიფელის კოშკი."ფეისბუქმა" მყისვე მოახდინა რეაგირება და მომხმარებლებს საშუალება მისცა მისამძიმრების ნიშნად პროფილის სურათი საფრანგეთის დროშის ფერებად გადაეღებათ.


image

თუმცა შედეგად, მასობრივი კრიტიკა გაისმა "ფეისბუქის" ხელმძღვანელობის მიმართ, დაადანაშაულეს რა ისინი ორმაგ სტანდარტებში.


ზოგიერთმა მომხმარებელმა მათ ფარისევლები უწოდეს.რატომ მაინცდამაინც პარიზის ტერაქტი?რატომ არა მაგალითად 12 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტი ბეირუთში სადაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200 მძიმედ დაიჭრა, ქვეყანაში სადაც 2 დღიანი გლოვა გამოცხადდა? ან რატომ თუნდაც ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული ავიაკომპანიის Airbus A321, სადაც 224 ადამიანი დაიღუპა?მით უმეტეს ახლახან ოფიციალურად დადასტურდა, რომ თვითმფრინავში ტერაქტი განხორციელდა.


არა მარტო ინტერნეტმომხარებლებმა, არამედ ზოგიერთმა საინფომრაციო საშუალებებმაც და ინეტენეტ გამოცემებმაც "ფეისბუქს" ორმაგ სტანდარტის დემონსტრაციაში დადეს ბრალი, იუწყება BBC news-ი.

image

"საფრანგეთში განხორცილებეულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი სამყარო არის რეფლექსური, ანუ მედიის მეოხებით, ჩვენ ძალიან მალე ვეხმაურებით მოვლენებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხდება...ახლა ჩვენ ვხედავ სავსებით ახალ მოვლენას, ამ სახის ტრაგიკული შემთხვევა იძენს ახალ სახეს.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ტრადიციული მეთოდებით სამძიმრის გამოხატვა აღარაა საკმარისი, სახლმწიფოს მეთაურები გამოხატავენ თავიან მწუხარებას, ხოლო მეიდიასაშუალებები ადამიანებს სტიმულირებას აძლევენ იმაზე, რომ ინდივიდუალურად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ.


მწუხარების და მისამძიმრების ამ ფომით გამოხატვა, რომელიც ფბ-მა შესთავაზა მომხმარებლებს გასაოცარი ფაქტია, იმიტომ რომ მსგავსი რიტუალი აქამდე არასდროს ყოფილა"-აღნიშნა bbc news-თან საუბარში ნაციონალური კვლევის ინსტიტუტის კულტუროლოგიის განყოფილების უფროსმა ვიტალი კურენოიმ.

0
162
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0