სისხლის სამართალი ცნობილი ბელორუსი სპორტსმენი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს 2015, 17 ნოემბერი, 15:33 სპორტსმენის მოძებნისთვის ყოველდღიურად 300 ჯარიკაცი იყო გამოყოფილი.ძებნის არეალი 30 კილომეტრის რადიუსში იყო გაშლილი.
დასრულდა 31 წლის ბელორუსი სპორტსმენის იულია ბალიკინას ძებნა, რომელიც 2 კვირაზე მეტს ხანს გრძელდებოდა.ახალგაზრდა ქალი 28 ოქტომბერს დაიკარგა მინსკში.მისი გვამი ტყეში აღმოჩინეს, სოფელ სტარინას მახლობლად, ცელოფანში გახვეული და ხავსით შენიღბული, იუწყება ბელორუსიის შსს–ს პრეს-სამსახური. დანაშაულის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სასამართლო-სამედიცინო ექპერტები. ფოტოზე:ადგილი სადაც იულია ბალიკოვას გვამი აღმოაჩინეს. 28 ოქტომბერს იულია სახლში აღარ დაბრუნდა და კონტაქტზეც არ გამოდიოდა.მოგვიანებით გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ აქვთ ობიექტური მონაცემები იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას, დააკავეს ეჭვმიტანილი, 28 წლის მამაკაცი, სახელად დიმიტრი, სპორტსმენის ნაცნობი.მას ორი მუხლით წაეყენა ბრალდება-მკვლელობა და სატრანსპორტო საშუალების გატაცება. 31 წლის სპორტსმენი ძირითადად მოკლე დისტანციაზე გარბენებში მონაწილეობდა, ის რამდენჯერმე გახდა ქვეყნის ჩემპიონი, გამოდიოდა 2012 წლის ოლიმპიადაზე, თავის ქვეყნის სახელით მიიღო გარბენში მონაწილეობა ესტაფეტა 4x100-ზე. 861 4-ს მოსწონს 1-ს არა
|