x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ, კაცობრიობის ისტორიაში

ყველაზე უდიდესი ექიმი კაცობრიობის ისტორიაში

ხშირ შემთხვევაში, იმ ადამიანებზე წერენ, ვინც ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა და ყველაზე მეტი სისხლი დაღვარა კაცობრიობის ისტორიაში. ისინი კი, ვინც ყველაზე მეტი ადამიანი გადაარჩინა ან ყველაზე მეტ ადამიანს შეუმსუბუქა ტკივილი, ნაკლებად ახსენდებათ და მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრისთვის არიან ცნობილებ.

ჰარუნ არ-რაშიდი, რაზესი, ავიცენა და ალბუკასისი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს კაცობრიობის ისტორიაში. მათ მიერ გაწეული შრომა და ღვაწლი შეუფასებელია.


ჰარუნ არ-რაშიდი (763-809 წწ.)

ყველაზე უდიდესი ექიმი კაცობრიობის ისტორიაშიჯერ კიდევ შორეულ, 800 წელს არსებობდა საერთო მოხმარების საავადმყოფო, რომლის შექმნის ინიციატივა აბასინთა (არაბთა სახალიფო) დინასტიის ხალიფას ჰარუნ არ-რაშიდს ეკუთვნოდა. ამ საავადმყოფოში ყველას მკურნალობდნენ მატერიალური მდგომარეობი და რწმენის მიუხედავად. ისევე როგორც დღეს, საავადმყოფო რამოდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი. იყო ქირურგიის, ორთოპედიის, ინფექციური და ფსიქიატრიული განყოფილებაც კი. საავადმყოფოს მართვაც ისევე ხორციელდებოდა როგორც დღეს. ფინანსური ხარჯების აღსარიცხად ორი ჟურნალი ჰქონდათ: ერთი სამედიცინო, ხოლო მეორე – კვებაზე გაწეული ხარჯებისთვის.



რაზესი (860-920 წწ.)

ყველაზე უდიდესი ექიმი კაცობრიობის ისტორიაში

ირანელი მეცნიერის, რაზესის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გადაფასება შეუძლებელია. ის იყო ექიმი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი. მედიცინით 30 წლის ასაკში დაინტერესდა და სამედიცინო ენციკლოპედია – “ალ-ჰავი" დაწერა, 25 ტომად. რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, მის მიერ ჩატარებული ყველა ექსპერიმენტი და ამ ექსპერიმენტების დროს გამოყენებული ხელსაწყოები. ამ სახელმძღვანელოების შექმნით მან დიდი დახმარება გაუწია თავის მოსწავლეებს და არა მარტო მათ. საუკუნეების მანძილზე, ევროპაში და აზიაში სწორედ ამ წიგნებით სწავლობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ექიმები. წიგნებში განხილული იყო გინეკოლოგიის საფუძვლები, ოფთამოლოგიური ქირურგია. რაზესმა პირველმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მაღალი სიცხე, ადამიანის ორგანიზმის დამცავი რიაქციაა ავადმყოფობის დროს. ასევე მან პირველმა აღწერა ყვავილის და წითელას დაავადებები. თავისი დროის უმეტეს ნაწილს, ის სულით დაავადებულების საზოგადოებაში ატარებდა და ამ სფეროს არაერთი შრომა მიუძღვნა. ამის გამო, ის ფსიქოლოგიის და ფსიქიქტრიის მამად აღიარეს.



ავიცენა (980-1037 წწ.)

ყველაზე უდიდესი ექიმი კაცობრიობის ისტორიაშიავიცენა (იგივე აბუ ალი იბნ სინა) ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი იყო. მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. მისი მთავარი შრომა, ენციკლოპედია – «საექიმო მეცნიერების კანონი» არის, რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკას, მეტაფიზიკას და მედიცინას. ამ წიგნებით ასწავლიდნენ მედიცინას ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ენციკლოპედიაში მოცემული არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ნერვული სისტემის აგებულებისა და ფუნქციონირების შესახებ. ასევე, აღწერილი არის 800 წამლის შედგენილობა და მოქმედების შედეგი.



ალბუკასისი (936-1013 წწ.)

ყველაზე უდიდესი ექიმი კაცობრიობის ისტორიაში30 ტომიანი ტრაქტატი, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა სახის სამედიცინო ხერხი, ეკუთვნის არაბ ექიმს და მეცნიერს ალბუკასის. ენციკლოპედიაში მედიცინის თითქმის ყველა დარგი არის აღწერილი, დაწყებული პედიატრიიდან და დამთავრებული ფარმაკოლოგიით. მასში 300 გვერდი ქირურგიის კურსს უკავია, რომელშიც აღწერილია შინაგანი ნაკერების დადების, ნაღვლის ბუშტიდან ქვების და თვალიდან კატარაქტის მოცილების წესები. მან პირველმა გამოიყენა თაბაშირის სახვევი ძვლების დაფიქსირებისთვის და ბამბის ქსოვილი ბინტად. აგრეთვე, მან პირველმა დაამზადა კბილის პროთეზი და აღწერა მისი შექმნის ტექნოლოგია. წიგნში დახატული და აღწერილია 200 ქირურგიული ხელსაწყო, რომელთა უმრავლესობა, თანამედროვე ქირურგიაში დღესაც გამოიყენება და უნდა აღინიშნოს, რომ მათ უმრავლესობას, ათასი წლის მანძილზე, სახე არ შეუცვლია.

3
861
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
861
  
2015, 3 დეკემბერი, 17:18
მართალი ხარ ბრატ..... ისლამი თრგუნავს ნიჭიერების ყოველ გამოვლინებას.... ისლამური ქვეყნები კი,ყველაზე ჩამორჩენილი და დაბალი დონით გამოირჩევიან მსოფლიოში.....
2015, 23 ნოემბერი, 7:19
მკურნალი ჩემი საყვარელი ფილმია.
2015, 17 ნოემბერი, 19:01
მუსულმანებს რა კულტურა..რამდენი გამოგონება ეკუთვნით........გავიდა საუკუნეები და ჩარჩნენ..იქ..ახლა კი..ააღარ დავამთავრებ
0 1 3