კონფლიქტები საფრანგეთმა სირიაში პირველი ავიადარტყმები განახორციელა პარიზის ტერაქტების შემდეგ 2015, 16 ნოემბერი, 10:44 ფრანგულმა ავიაციამ მასიურად დაბომბა ქალაქი რაქა, რომელსაც ექსტრემისტების დედაქალაქსაც უწოდებენ. როგორც ფრანგული საინფომაციო საშუალებები იუწყებიან, ეს იყო საფრანგეთის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაცია"ისლამურ სახელმწიფოზე" განხორცილებეული ყველაზე მასიური შეტევა. ოპერაციაში ათამდე გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების და იორდანიის ბაზიდან დაიწყო.სულ 20 ბომბი იქნა ჩამოგდებული. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დარტყმები ტერორისტების მართვის ცენტრს, ასევე ე.წ. ბოევიკების ცენტრს, იარაღის საწყობს და საწვრთნელ ბაზას მიაყენეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის ოპერაცია ამერიკასთან შეთანხმებით მიმდინარეობდა.როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, აშშ მხარს უჭერს პარიზს იმაში, რომ მზარდი ინტენსივობით განახორციელოს დარტყმები ისლამური დაჯგუფებების წინააღმდეგ. პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ აშშ-მ გადაწყვიტა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საფრანგეთს დაზვერვის თვალსაზრისით.შეგახსენებთ, რომ აქამდე საფრანგეთი არ მონაწილოებდა დაზვერვით გაცვლის პროგრამაში, რომლის სახელია " Five eyes".აქამდე ამ მხრივ აშშ-ს პარტნიორები დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია იყვნენ. 738 5-ს მოსწონს 1-ს არა
|