საბუნებისმეტყველო § 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2015, 15 ნოემბერი, 0:23 არქაული (3, 8 – 2, 5 მლრდ. წწ.) ერის დასაწყისში, დასრულდა დედამიწის მყარი ბირთვის ფორმირების პროცესი და გაჩნდა ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწას დღემდე იცავს მზის ქარებისგან. 3, 5 მილიარდი წლის წინ, ისევ გააქტიურდა ვულკანური პროცესები, ოკიანის ფსკერი დასკდა და დედამიწის ზედაპირზე გავარვარებული ლავა ამოვიდა, რომელიც წყალთან შეხებისას, ცივდებოდა და გრანიტად იქცეოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მომავალ კონტინენტებს. დაიწყო დედამიწის ქერქის ჩამოყალიბების შეუქცევადი პროცესი. ამავე პერიოდში, გაჩნდნენ სიცოცხლის უმარტივესი ფორმები, ციანობაქტერიაების სახით. ციანობაქტერიების გაჩენასთან ერთად, დაიწყო ფოტოსინთეზის პროცესი. იმ პერიოდში, დედამიწის ატმოსფეროში, დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ქიმიური ელემენტი იყო. ეს ელემენტები, დროთა განმავლობაში, წყალში ხვდებოდნენ. პირველი ოკეანე ქიმიური ელემენტების “ბულიონს'' წარმოადგენდა, რომლის ნაწილი, ზღვის მოქცევის დროს, ხმელეთზე ხვდებოდა. წყლის აორთქლების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ, ამ ელემენტებისგან რიბონუკლეინის მჟავა მიიღებოდა, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, დნმ-თან და ცილებთან ერთად. არქაული ერის ბოლოს, 2, 1 მილიარდი წლის წინ, ძირითადად დასრულდა დედამიწის ქერქის კონტინენტალური ნაწილის ფორმირება. 367 11-ს მოსწონს
|