სხვა ინტერნეტ გიგანტი გუგლი ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობს: ვირტუალური ტურები ტურისტებისათვის 2015, 14 ნოემბერი, 10:42 მუზეუმების ადგილმდებარეობა და სამუშაო საათები ხშირად პრობლემას ქმნის გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ვიზიტს. ამ მიზნით კომპანია გუგლმა გადაწყვიტა ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობა და ქუჩის ხედვის ტექნოლოგიის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ხალხი შეძლებლობას მისცემს დაათვალიეროს მუზეუმის კოლექციები. ეს თანამშრომლობა საშუალებაა იმისა, რომ ადამიანებმა ვირტუალურად გაისეირნონ მუზეუმში, დაათვალიერონ ქანდაკებები, კაბინეტები და გამოფენილი კოლექცია. დაახლოებით 4 500 ცალი არტეფაქტის გამოსახულება იქნა გადაღებული ამ პროექტისათვის, თითოეულ მათგანს მოჰყვება მათ შესახებ დეტალური აღწერა. მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი სურვილით გადაადგილდნენ მუზეუმის დარბაზებში და გამოიკვლიონ ესა თუ ის კოლექცია. მუზეუმის ნივთებს შორის არის ოქროს თასები, გულსაკიდები და იარაღები, რომლებიც განეკუთვნებიან მიკენურ პერიოდს (ძვ.წ. 1850-1550 წლები).
მუზეუმის ყველაზე ცნობილი განძი აღმოჩენილია ერთ-ერთ ანგლო-საქსონურ სამარხში; აქვე ნახავთ შრი ლანკას ბუდისტური ტაძრის საგანძურსაც და ანტიკური ხანის ბერძნულ ამფორებსა თუ რომაულ ქანდაკებებს.
აღნიშნული პროექტი შედის გუგლის კულტურული ცენტრის გეგმის ნაწილში, რომლის მიზანია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა გახადოს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი. კომპანიამ ბრიტანეთის მუზეუმში ყველაზე მძლავრი ფოტოკამერები გამოიყენა დეტალური გამოსახულების მისაღებად. ამით სუდი, გუგლის კულტურული ცენტრის დირექტორიამბობს: "ჩვენ ძალიან ვამაყობთ ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობით. წარმოუდგენელია, რომ ახლა ყველა შეძლებს ამ მშვენიერების ხილვას." ვირტუალურ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სერვისი. მუზეუმის კოლექციის არტეფაქტების დათვალიერება სამგანზომილებიან სივრცეში იქნება შესაძლებელი, ასევე ჩასმული იქნება ქრონოლოგიურ ჩარჩოებში და დაეხმარება ვიზიტორს წარმოიდგინოს თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა კულტურები. თითოეულ ნივთს თან დაერთობა ადგილის ისტორია და მოკლე აუდიო კლიპი. ნეილ მაკგრეგორი, ბრიტანული მუზეუმის დირექტორი, აცხადებს, რომ თანამედროვე სამყარო შეიცვალა და ჩვენც უნდა მივყვეთ ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო რევოლუციის განვითარებას ფეხდაფეხ. "ამ პროექტით მუზეუმი ახალ რეალობას იძენს". აღნიშნული ტური ხელმისაწვდომი იქნება როგორც კომპიუტერიდან, ასევე მობილური მოწყობილობიდან. 73 15-ს მოსწონს
|