x
image
სი
ეტიკეტის 10 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!
imageდარწმუნებული ხართ, რომ კულტურულად იქცევით? ეს ეტიკეტის 10 წესი დაგეხმარებათ და გასწავლით, როგორ მოიქცეთ ყველაზე ელიტურ კამპანიაშიც კი.


1.წვნიანი კერძის თეფში, სასურველია, საერთოდ არ დახაროთ რომელიმე მხარეს, მაგრამ, თუკი ამ ჩვევას ვერ ივიწყებთ, თეფში აუცილებლად მხოლოდ თქვენ მხარეს დახარეთ.

image2.როდესაც ქალბატონი სუფრიდან მიდის, მამაკაცი აუცილებლად ფეხზე უნდა წამოდგეს.

image3.უცხო გარემოში სასიყვარულო სახელებით მიმართვა ცუდი ტონია.
ხშირად შეყვარებულები ერთმანეთს მოფერებით სხვადასხვა სახელებით მიმართავენ: პაწუ, ბაჭია, ბარტყი, ბასუ, ფისო და ა.შ. უცხო საზოგადოებაში ამ სიტყვების გამოყენება უხერხულად ითვლება. როდესაც მარტო არ ხართ, სასურველია ერთმანეთს სახელებით მიმართოთ. ეს, სხვათა შორის, ბავშვებთან ურთიერთობასაც ეხება.


image4.საწრუპით სასმელის ბოლომდე დალევა სასურველი არ არის. საწრუპში შემავალი ჰაერი უხერხულ ხმას გამოსცემს.

image5.არ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი საუბრის დროს.

image6.საუბრის დროს არ დახედოთ ტელეფონს ან საათს. ამგვარად თქვენ მოსაუბრის მიმართ უინტერესობასა და უპატივცემლობას გამოხატავთ.

image7.ხელის ჩამორთმევა.
პირველი ხელს ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანი ართმევს: სამსახურის უფროსი - თანამშრომელს, მასწავლებელი - მოსწავლეს და ა.შ.

imageქალბატონებს ხელის ჩამორთმევით, როგორც წესი, არ ესალმებიან, მაგრამ, თუკი მამაკაცს ქალბატონმა ხელი პირველმა გაუწოდა, რა თქმა უნდა, მამაკაციც ხელის ჩამორთმევით პასუხობს.

image8.როდის და რომელი ყვავილი უნდა მიართვათ მამაკაცს.
ყვავილები: ქრიზანთემა, ვარდი, დელფინიუმი, ორქიდეა, ბამბუკი, კალა, ლილია, ტიტა, შროშანი, პლუმერია.
ფერები: იასამნისფერი, ბორდოსფერი, თეთრი, ლურჯი, მწვანე.
მიზეზი: ფილმის ან კონცერტის პრემიერა. წიგნის ან სტატიის გამოცემა, მეცნიერული აღმოჩენა ან პრემიის გადაცემა, სპორტული მიღწევები (რეკორდი) და ასევე, დაბადების დღე.

image9.კიბეზე პირველი მამაკაცი ადის, ხოლო ჩამოსვლის დროს, პირიქით, ჯერ ქალბატონი ჩამოდის, შემდეგ - მამაკაცი. ქალბატონი ყოველთვის კიბის სახელურის მხრიდან ადის კიბეზე და არ არის ვალდებული, გაატაროს შემხვედრი მამაკაცი.
თუკი კიბეზე ასვლის დროს, ქალბატონს დატვირთული მამაკაცი შეხვდება, ამ შემთხვევაში ქალბატონმა ის აუცილებლად უნდა გაატაროს.

image10.ეტიკეტი რესტორანში:
არ დადოთ ტელეფონი მაგიდაზე.
დიდი ნაჭრები პატარა ლუკმებად დაყავით, რათა ჭამის დროს დიდი პირის გაღება არ მოგიწიოთ.
დაელოდეთ, სანამ ცხელი კერძი შეგრილდება. ნუ შეუბერავთ მას გაგრილების მიზნით.
არ ისაუბროთ, სანამ პირში ლუკმა გიდევთ.
თუკი კერძის მიღება ხელებით მოგიწიათ, შეგიძლიათ, ეს აკურატულად და ესთეტიკურად გააკეთოთ, მოკბიჩეთ ცოტ-ცოტა. თითების გალოკვა არ შეიძლება - ისარგებლეთ ხელსახოცით. თუკი არ ხართ დარწმუნებული, რომ საკვები მოწყობილობების გარეშე აკურატულად მიირთმევთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ისინი - ეს დასაშვებია.image

7
4033
24-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სი
სი
4033
  
2017, 23 იანვარი, 5:22
კიბესთან დაკავშირებით არაა სწორი, ეტიკეტის მიხედვით პირიქითაა.
2016, 16 აპრილი, 22:20
კაია, ყველა ვიცოდი
2015, 12 დეკემბერი, 20:01
მადლობა:)
2015, 12 დეკემბერი, 14:38
კარგი სტატია იყოო
2015, 14 ნოემბერი, 17:34
მადლობა:)
2015, 14 ნოემბერი, 17:33
მომეწონა, ძალიან კარგი სტატიაა!!! შესაბამისად, გავაზიარე :)
0 1 7