x
image
K.P.
"გნებავს პარიზში გაზარდე, გნებავს ჭორვილაში, ქაჯი ქაჯია"-თამარ ჩერგოლეიშვილი სანდრა რულოვსს ესარჩლება

image
ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული წერილის, რომელშიც ქართველები აუგად იყვნენ მოხსენიებული, წარმომავლობა გაირკვა. ის სანდრა რულოვსს კი არა მის ერთ-ერთ გულშემატკივარს ეკუთვნოდა.

"ადამიანი, რომელიც მათ კიბოიან და სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადებულ თანამემამულეებს, თავისი ცხოვრების ყოველ მესამე დღეს, საკუთარი ხელებით, დასვრილ თეთრეულს უცვლიდა და შარდით სავსე ქოთანს დაატარებდა, ადამიანს, რომელსაც ერთი შავი ლაქაც კი არ ჰქონია ცხოვრებაში, თითქოს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ყოფილიყო, თავისი ბილწი მიზნების სისრულეში მოსაყვანად, დააბრალა ყველაზე ამაზრზენი რამ, რასაც სატანასაც კი არ აბრალებენ ხოლმე - ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.

თანაც, პატიმრების ორგანოებით ვაჭრობა.

დააბრალა, აიტაცა და ახლაც ყველა საშუალებით მთელ მსოფლიოში გაჰყვირის ამის შესახებ.

საქმე ის კი არ არის, ამას ვინმე დაიჯერებს, საშინელება ისაა, ერმა ეს რომ იკადრა და საკუთარ თავს რომ აკადრა.

თითქმის მთელმა ერმა!

არ მინდა ამათ ვეკუთვნოდე ...

არ მინდა ...

ფურთხის კი არა, ყოველივე ამის შემდეგ, არსებობის ღირსი თუ ხარ, შენ -- საქართველო?!"-ნათქვამი იყო წერილში.

სალომე ზურაბიშვილმა სანდრ რულოვსი აუგად მოიხსენია, თუმცა მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა ბოდიშიც მოიხადა. "ბოდიშს ვიხდი ყველასთან შეცდომაში შეყვანისთვის : ეს არ ყოფილა თვით სანდრას ნაწერი არამედ მისი თაყვანისცემლების, კერძოდ ნუგზარ სერგიასი შემდეგი პროფილით ... ბოიდშს ვიხდი სანდრასთან რომ მას დავაბრალე ... მაგრამ რაც წერია იმის მაჩვნებელია კი თუ რაოდენ უყვართ ქვეყანა და ერი ... ამ თაყვამისცემლებს რომ ამ სიტყვებს მას უგონებენ და ამითი ამაყობენ .. შეგიძლიათ შეხვიდეთ მის გვერდზე და ნახოთ როგორ მოსწონთ ეს ტექსტი.... პატრიოტიზმი!!!! ასე რომ რაც მეორე ნაწილში მიწერია რომ არაცერთე ერს სალანძღავი სიტყვებით ასე არ იხსენებენ რჩება ძალაში და გადადის ნაცმოძრაობის მომხრეებზე ..."-განაცხადა ქალბატონმა სალომემ.

მომხდარს ეხმაურება თამარ ჩერგოლეიშვილი: "ამ მრავალსაუკუნოვანმა ქვეყანამ მიიღო ეს ჰოლანდიის სოფლის ქალი. (C) სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსზე

გნებავს პარიზში გაზარდე, გნებავს ჭორვილაში, ქაჯი ქაჯია."image

2
1714
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1714
  
2015, 14 ნოემბერი, 20:22
მაინც რა თქვა ?
2015, 14 ნოემბერი, 4:19
ენა ჩაიგდე შე არაქლაო, ჩემი ყურიტ მაქვს მოსმენილი მაქ სანდრას საუბარი ჰოლანდიის ტელევიზიაში რაებიც უქტვამს! ფუჰ რა ამაზრზენი ვინმე ხარ
0 1 2