x
image
მანჩო 777
"ვინ ხართ თქვენ, რომ ამის უფლებას იღებთ თქვენს თავზე, თან იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც გაგხადათ “ლედი” არაფრიდან" - სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის
"ჰოლანდიელი სოფლელი ქალი", უზრდელი და უვიცი - ამ ეპითეტებით "შეამკო" სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში. გთავაზობთ ამ სტატუსს უცვლელი სახით:


image

"ქვეყნის ყოფილი "პირველი ლედი” (თუმცა ეს სახელი ნაკლებად მხიბლავს “დედ-უფალი” ან "პირველი მანდილოსანი", ან კიდევ სხვა რამ “ჩვენი” უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, კიდევ კარგი, სხვა არ დავარქვით რა) როცა აცხადებს თავის მასპინძელ ქვეყანაზე:

"ამ ერმა საერთოდ დაკარგა სახე და ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე” ... როცა გვისაყვედურებს რომ მან ეს ქვეყანა გაითავისა და არაფრად თვლის იმას, რომ ამ მრავალსაუკონოვან ქვეყანამ ასევე მიიღო ეს ჰოლანდიის სოფლის ქალი, ეს შეიძლება პირად წყენას დააბრალო, თუმცა მიუღებელია ჩვეულებრივ ცივილიზებულ ქევყანათა შორის ურთიერთობებისთვის.....

მაგრამ როცა გვაყვედრის იმასაც, რომ რწმენა შეიცვალა ... იმდენიც არ ესმის, რომ მისი და ჩვენი რწმენა ერთი და იგივე ქრისტიანობაა და რომ საერთოდ ორჯერ მონათვლა ერთი ღმერთის წინაშე დიდი ცოდვაა, ეს უკვე მის უვიცობაზე მეტყველებს....
მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ის არის, როცა საერთოდ “ერს” აბრალებს მასზე ცილისწამებას ამ ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებების გამო.... ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ასეთი ბრალდება შეიძლებოდეს მტკიცებულების გარეშე, მაგრამ მაინტერესებს მის “პირველლედობის დროს” რამდენი ადამიანი სრულიად უდანაშაულო და ცრუ ბრალდებებით ციხეში ჩასმული და განადგურებული ან მოკლული და რომელზე გამოთქვა “ლედიმ" რამე წუხილი ან თუნდაც ინტერესი.... მაგალითად ირინა ენუქიძეს მიმართ თუნდაც !!!!!
ქალბატონო პირველედიო, იმდენი უნდა იცოდეთ რომ ამ ქვეყნად არცერთი ერი, არც გერმანელები ებრაელების გაწყვეტაზე, არც ამერიკელები ინდოელების მოსპობაზე, არც რუსები თუნდაც საქართველოს ეკლესიების მოხატულობის ქირით წაშლაზე, არც ... არც ... არცერთ შემთხვევაში ერი არ ატარებს ასეთ პასუხისმგებლობას.... თუ რამე კონკრეტული პირები, როგორც მაგალითად თქვენი მეუღლეა (ან კიდევ პირადად თქვენ, რამეთუ არ გამოვრიცხავ თქვენც იყოთ ჩარეული მაგალითად გაუმართავი ყვითელი ავტობუსების შემოყვანის სქემაში ან კიდევ საქართველოს ბაზარზე ჰოლანდიური ყვავილებით შევსებასა და ქართული ყვავილის გაქრობის საქმეებში) ... და მისი გარემოცვა ... მაგრამ ერის კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს ... ღვთის შვილმაც კი, ჯვარზე რომ აცვეს არ დააკისრა ებრაელთა ერს ასეთი უმძიმესი პასუხისმგებლობა ... ვინ ხართ თქვენ, რომ ამის უფლებას იღებთ თვქენ თავზე ... თან იმ ქვეყნის მიმართ რომელმაც გაგხადათ “ლედი” არაფრიდან... ზრდილობა ზრდილობა და აღზრდა ... სხვა ვერაფერს ვერც გეტყვით ...
და სამეგრელოს და ზვიადის ხსენება არ გიშველით .... რამეთუ არა მგონია რომ თავის ერის გამლანძღველს ან ერთს გუშინ ან მეორეს დღეს პატივი ეცა...." -წერს სალომე ზურაბიშვილი თავის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.




image



0
2576
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0